მათემატიკის მასწავლებელი, თბილისი

ორგანიზაცია: კრეატიული განათლების სკოლა
ბოლო ვადა: 06.07.2019
 
კრეატიული განათლების სკოლა აცხადებს ვაკანსიას მათემატიკის მასწავლებლის თანამდებობაზე (საათობრივი დატვირთვით).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 უმაღლესი განათლება; საგნობრივი სერთიფიკატი; მასწავლებლის სერთიფიკატი; ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება; სკოლაში მასწავლებლად მუშაობის გამოცდილება (სკოლაში მუშაობის გამოცდილება აუცილებელია!) თანამედროვე სწავლების მეთოდების ცოდნა. მასწავლებლის და საგნობრივი სტანდარტის ცოდნა; მასწავლებლის ეთიკის კოდექსის ცოდნა; სასწავლო პროგრამების შედგენის უნარი (თემატური გეგმები და სილაბუსები);  გაკვეთილისა და შეფასების სქემების შედგენა.

პიროვნული მახასიათებლები:

პასუხისმგებლობის გრძნობის მაღალი დონე; გუნდური მუშაობის უნარი; მოქნილობა; პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირება; მაღალ სამუშაო რიტმში და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი; პიროვნული განვითარებისა და პროფესიული სრულყოფის მოტივაცია.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე: info@ceschool.ge (მიუთითეთ პოზიცია).

დაკავშირება მოხდება მხოლოდ წინასწარ შერჩეულ კანდიდატებთან.
ბეჭდვა
© 2019  aris.ge