სპეციალური მასწავლებელი, ახალქალაქი

ორგანიზაცია: კუმურდოს საჯარო სკოლა
ბოლო ვადა: 31.08.2019
 
კუმურდოს საჯარო სკოლა აცხადებს ვაკანსიას სპეციალური მასწავლებლის პოზიციაზე.

სამუშაოს დაწყება 1 სექტემბერი, 2019 წ.
სამუშაო საათები 36 სთ/კვირაში
სავარაუდო ხელფასი 500-600 ლარი/თვეში
ვაკანსიების რაოდენობა 1
კანდიდატი სპეციალური მასწავლებლის შტატზე უნდა აკმაყოფილებდეს რომელიმე შემდეგ მოთხოვნას:
მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული ჰქონდეს განათლების მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით) და გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური მასწავლებლის მომზადების მოდული ან მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური მასწავლებლის მომზადების მოდული; ჰქონდეს სულ მცირე ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის მიმართულებით ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური განათლების სამაგისტრო პროგრამა; ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, სპეციალურ მასწავლებლად/მასწავლებლად მუშაობის დაწყებიდან 2 წლის ვადაში უნდა გაიაროს სპეციალური მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამა ან მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დისტანციური კურსი და უნდა ჩააბაროს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი გამოცდა; ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით და უნდა ჩააბაროს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი გამოცდა. აქვს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და გავლილი აქვს სპეციალური განათლების სამაგისტრო პროგრამა; არის მოქმედი სპეციალური მასწავლებელი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დაგენილ მოთხოვნებს, იმ პირობით თუ 2022 წლის 01 იანვრამდე ჩააბარებს შესაბამის გამოცდას. ერთწლიანი გამოცდილებასთან დაკავშირებით გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ რელევანტური სპეციალობების ახალ კურსდამთავრებული ბაკალავრების და მაგისტრების შემთხვევაში.
განაცხადის შეტანის წესი:
კონკურსში მონაწილეობისათვის განცხადების წარდგენა შეიძლება სკოლის საკონკურსო კომისიის მისამართზე (ქ. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი კუმურდო), აგრეთვე ელექტრონული ფოსტის (kumurdoskola@gmail.com) საშუალებით. ვაკანტური ადგილის დასაკავებლად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: 1. ავტობიოგრაფია/ cv; 2. პირადობის მოწმობის ასლი; 3. შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომის ასლი; 4. შესაბამისი სერტიფიკატების ასლები (არსებობის შემთხვევაში); 5. სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი. განცხადების გადარჩევას (პირის საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა) წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით, უზრუნველყოფს კომისია. ამ მიზნით საჯარო სკოლა ვალდებულია კომისიის წევრებს ელექტრონული ფოსტის საშუალებით მიაწოდოს შემოსული განცხადებები და თანდართული დოკუმენტაცია. ჩამოთვლილი დოკუმენტაციის არასრულად წარმოდგენის შემთხვევაში დასაკავებელ თანამდებობაზე აღნიშნული კანდიდატურა არ განიხილება.
დამატებითი ინფორმაცია: კანდიდატი უნდა ფლობდეს სახელმწიფო ენას. სასურველია რუსული და სომხური ენების ცოდნა.

ბოლო ვადა 30 აგვისტო, 2019 წ.
მისამართი ქ. ახალქალაქის მუნიციპალიტეტი სოფელი კუმურდო
ტელეფონი 551 08-46-80
ელ-ფოსტა kumurdoskola@gmail.com
ბეჭდვა
© 2019  aris.ge