დაწყებითი კლასების მასწავლებელი, თბილისი

ორგანიზაცია: ბრიტანულ-ქართული აკადემია
ბოლო ვადა: 15.07.2019
 
ბრიტანულ-ქართული აკადემია 2019 წლის აგვისტოსთვის აცხადებს დაწყებითი კლასების მასწავლებლის ვაკანსიას.

ძირითადი მოვალეობები:
მოსწავლეების ჩართვა შემოქმედებით და მრავალფეროვან გაკვეთილებში; ძირითადი საგნების (ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ბუნებისმეტყველება, მე და საზოგადოება) სწავლება და სადამრიგებლო კლასის ხელმძღვანელობა. პოზიტიური, სასწავლო გარემოს შექმნა და მოსწავლეების აკადემიურ და სოციალურ განვითარებაზე ზრუნვა; მშობლებთან კომუნიკაცია მოსწავლეთა აკადემიური პროგრესისა და სხვა სასწავლო საკითხების შესახებ; კლასგარეშე ღონისძიებების და აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა; აკადემიის პროფესიული განვითარების პროგრამებში აქტიური ჩართულობა;

სავალდებულო კვალიფიკაცია და უნარები:
შემოქმედებითობა, ახალი იდეებისა და ინიციატივებისათვის მზაობა; თბილი, მზრუნველი, გულღია და სამართლიანი დამოკიდებულება მოსწავლეების მიმართ; სკოლაში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება; კარგი ორგანიზაციული და დროის მართვის უნარები; სწავლისა და სწავლების პროცესში მრავალფეროვანი მეთოდების გამოყენების უნარი; მასწავლებლის კვალიფიკაცია.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნოთ აპლიკაციის შევსებული ფორმა ელექტრონულ ფოსტაზე bga@bga.ge არაუგვიანეს 2019 წლის 15 ივლისისა.
 
სათაურში გთხოვთ მიუთითოთ "დაწყებითის მასწავლებელი". გაითვალისწინეთ, რომ განცხადებები აპლიკაციის ფორმის გარეშე არ განიხილება. გასაუბრებაზე დაბარებულნი იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები.
ბეჭდვა
© 2019  aris.ge