ასისტენტ-მასწავლებელი, თბილისი

ორგანიზაცია: თანამედროვე განათლების აკადემია
ბოლო ვადა: 12.08.2019
 
"თანამედროვე განათლების აკადემია" აცხადებს ვაკანსიას ასისტენტ მასწავლებლის პოზიციაზე.

აღნიშნული პოზიცია არის ნახევარ-განაკვეთიანი და იწყება 2019 წლის 15 სექტემბრიდან.
კლასი: I - VI
სკოლის ტიპი: კერძო

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

უმაღლესი განათლება შესაბამის დარგში; ასისტენტად/ მასწავლებლად მუშაობის გამოცდილება; კლასის მართვისა და სწავლების თანამედროვე მეთოდების ცოდნა; კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა; ინგლისური/რუსული ენის ცოდნა სასურველია;

სამუშაოს აღწერა:
შექმნას პოზიტიური სასწავლო გარემო; მოსწავლეებთან დაამყაროს თბილი და მზრუნველი ურთიერთობები; გაუწიოს მეთვალყურეობა, მოსწავლემ დამოუკიდებლად და ხარისხიანად შეასრულოს საშინაო დავალება; ხელი შეუწყოს მოსწავლეთა ფიზიკური და ინტელექტუალური შესაძლებლობების განვითარებას, მოზარდის ცოდნის დონის ამაღლებას. უზრუნველყოს მუდმივი კომუნიკაცია და უკუკავშირი კლასის დამრიგებელთან. დროულად აცნობოს მშობელს მისი შვილის სწავლა-აღზრდასთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემის შესახებ; ყურადღება მიაქციოს მოსწავლეების მიერ სასკოლო ინვენტარისა და ტექნიკური საშუალებების, სახელმძღვანელოებისა და წიგნადი ფონდის გამოყენებას; უზრუნველყოს საკლასო ოთახში დისციპლინა და იზრუნოს მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე; საჭიროების შემთხვევაში კლასის და სკოლის გარეთ აქტივობების ფარგლებში თან ახლდეს მოსწავლეებს და გაუწიოს ზედამხედველობა. კომპეტენციის ფარგლებში შეასრულოს დირექტორისა და სასწავლო პროცესის მენეჯერის სხვა დავალებები.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ ფოსტაზე info@cea.ge და სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ "ასისტენტ მასწავლებელი".
ბეჭდვა
© 2019  aris.ge