მათემატიკის მასწავლებელი, თბილისი

ორგანიზაცია: ლოგიკმეტრი
ბოლო ვადა: 12.08.2019
 
"ლოგიკმეტრი" არის ორგანიზაცია, რომელიც თანამედროვე მეთოდოლოგიასა და მიდგომებზე დაყრდნობით ასწავლის მათემატიკისა და წიგნიერების უნარ-ჩვევებს. ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ ბავშვებს არა მხოლოდ სკოლის პროგრამის უკეთ ათვისებასა და დაძლევაში, არამედ დამოუკიდებლად სწავლის უნარების გამომუშავებაში.

ჩვენს საქმიანობაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ პედაგოგები. კომპანია აცხადებს ვაკანსიას მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე.

განაკვეთი: არასრული
ანაზღაურება: შეთანხმებით

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება განათლების მეცნიერებების, მათემატიკის, პედაგოგიკის ან სხვა რელევანტური მიმართულებით; მოსწავლეებთან მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება (სკოლაში მუშაობა ჩაითვლება უპირატესობად); სწავლების თანამედროვე დასავლური მეთოდოლოგიებისა და მიდგომების მაღალ დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; ასაკი: 25-დან 35-წლამდე; ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

პროფესიული და პიროვნული უნარ-ჩვევები:
კეთილგანწყობა და პოზიტიურობა; ჯგუფის მართვა; ორგანიზებულობა და მოწესრიგებულობა; კრეატიულობა; დეტალებზე ორიენტირებულობა; პუნქტუალურობა; კომპიუტერული უნარ-ჩვევები (Microsoft office, Internet)

თუ ფიქრობთ, რომ აკმაყოფილებთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს და გსურთ, გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: info@logicmeter.com. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "მათემატიკის მასწავლებელი". დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს, რომლებთანაც ჩატარდება გასაუბრება, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილების მიღება მოხდება 1 კვირიანი ტრენინგის გავლის შემდეგ. წარმატებებს გისურვებთ.
ბეჭდვა
© 2019  aris.ge