ბიბლიოთეკარი, თბილისი

ორგანიზაცია: თბილისის არქიმედეს სკოლა
ბოლო ვადა: 12.08.2019
 
"თბილისის არქიმედეს სკოლა" აცხადებს ბიბლიოთეკარის ვაკანსიას 2019 წლის სექტემბრიდან.

თბილისი არქიმედეს სკოლა არის მათემატიკური პროფილის საშუალო სკოლა. სკოლაში გარემო არის ძალიან კეთილგანწყობილი, აქ დიდი ყურადღება ექცევა მოსწავლეების როგორც ინტელექტუალურ, ასევე ემოციური ინტელექტის განვითარებას. სკოლაში ბავშვებსა და პედაგოგებს შორის ჩამოყალიბებულია ჯანსაღი ურთიერთობები. სკოლაში სწავლება დაყრდნობილია ჰუმანური პედაგოგიკის სწავლების მეთოდებზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
უმაღლესი განათლება; ბიბლიოთეკარის სერტიფიკატი (ან შესაბამისი კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი); ბიბლიოთეკაში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; პუნქტუალურობა; შრომისმოყვარეობა; გუნდური მუშაობის უნარი

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ აუცილებლად გამოაგზავნოთ CV და სამოტივაციო წერილი შემდეგ მისამართზე: hr.archimede@gmail.com

სამოტივაციო წერილში აღწერილი უნდა იყოს თქვენი პროფესიული გამოცდილების მნიშვნელოვანი მომენტები, თქვენი ძირითადი თვისებები, უნარები, გამოცდილება და ის, თუ რატომ გსურთ ჩვენთან მუშაობის დაწყება. გთხოვთ წერილის სათაურად მიუთითოთ "ბიბლიოთეკარის ვაკანსია".

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ ნომერზე: 577 227 224

ანაზღაურება განისაზღვრება საათობრივი დატვირთვის მიხედვით.
ბეჭდვა
© 2019  aris.ge