მოწვეული ლექტორი, თბილისი

ორგანიზაცია: შოთაძის სახ. თბილისის სამედიცინო აკადემია
ბოლო ვადა: 31.07.2019
 
თბილისის სამედიცინო აკადემია (თსა) ერთ-ერთი პირველი კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა საქართველოში. თსა დაარსდა 1992 წელს და წარმატების 27 წლიანი ისტორია აქვს. 2018 წელს თსა-მ მიიღო ავტორიზაცია განახლებული საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

თსა-ს მისიაა გაზარდოს თანამედროვე ცოდნისა და სამეცნიერო-კვლევითი უნარ-ჩვევების მქონე სამედიცინო დარგის პროფესიონალები სტუდენტზე ორიენტირებულ სასწავლო გარემოსა და საერთაშორისო დონის საგანმანათლებლო პროგრამების უზრუნველყოფის გზით.

თსა-ს ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე - "მედიცინა" ცხადდება მოწვეულ ლექტორთა შესარჩევი კონკურსი შინაგანი სნეულებების სასწავლო კურსზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
დიპლომირებული მედიკოსი; დოქტორის აკადემიური ხარისხი (სასურველია); სახელმწიფო სერთიფიკატი შინაგან სნეულებებში; სპეციალობით მუშაობის 5 წლიანი გამოცდილება; ინგლისური ენა (სავალდებულო); პედაგოგიური გამოცდილება (სასურველია);

კანდიდატების პირველადი შერჩევა მოხდება CV-ების საფუძველზე.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) 2019 წლის 31 ივლისამდე შემდეგ მისამართზე: hr@tma.edu.ge (გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ "მოწვეულ ლექტორთა შესარჩევი კონკურსი შინაგან სნეულებებში").

თქვენს მიერ გადმოგზავნილი ინფორმაცია ინახება თსა-ს მონაცემთა ბაზაში 1 (ერთი) წლის განმავლობაში.
ბეჭდვა
© 2019  aris.ge