დაწყებითი კლასების მასწავლებელი, თბილისი

ორგანიზაცია: თბილისის არქიმედეს სკოლა
ბოლო ვადა: 16.08.2019
 
"თბილისის არქიმედეს სკოლა" აცხადებს დაწყებითის კლასების მასწავლებლის ვაკანსიას 2019 წლის სექტემბრიდან.

თბილისი არქიმედეს სკოლა არის მათემატიკური პროფილის საშუალო სკოლა. სკოლაში გარემო არის ძალიან კეთილგანწყობილი, აქ დიდი ყურადღება ექცევა მოსწავლეების როგორც ინტელექტუალურ, ასევე ემოციური ინტელექტის განვითარებას. სკოლაში ბავშვებსა და პედაგოგებს შორის ჩამოყალიბებულია ჯანსაღი ურთიერთობები. სკოლაში სწავლება დაყრდნობილია ჰუმანური პედაგოგიკის სწავლების მეთოდებზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
უმაღლესი განათლება; სკოლაში დაწყებით კლასებში სწავლების მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება; სერტიფიცირებული მასწავლებელი; სწავლების თანამედროვე მეთოდების პრაქტიკაში გამოყენების უნარი; გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, აუცილებლად გამოაგზავნოთ CV და სამოტივაციო წერილი შემდეგ მისამართზე: hr.archimede@gmail.com. სამოტივაციო წერილში აღწერილი უნდა იყოს თქვენი პროფესიული გამოცდილების მნიშვნელოვანი მომენტები, თქვენი ძირითადი თვისებები, უნარები, გამოცდილება და ის, თუ რატომ გსურთ ჩვენთან მუშაობის დაწყება. გთხოვთ წერილის სათაურად მიუთითოთ "დაწყებითის მასწავლებლის ვაკანსია"

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ ნომერზე: 577 227224.

ანაზღაურება 1000 ლარიდან თვეში.
ბეჭდვა
© 2019  aris.ge