სპორტის მასწავლებელი, თბილისი

ორგანიზაცია: თბილისის თავისუფალი ვალდორფის სკოლა
ბოლო ვადა: 22.08.2019
 
თბილისის თავისუფალი ვალდორფის სკოლა-ბაღი 1994 წელს დაარსდა და აგერ უკვე 24 წელია წარმატებით ახორციელებს თავის საქმიანობას ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში. სკოლის როგორც შინაარსობრივი, ასვე სტრუქტურული მხარე მკვეთრად განსხვავდება ქვეყანაში არსებული სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისაგან, რაც უფრო საინტერესოს ხდის ჩვენთან დასაქმებას. სკოლა აცხადებს ვაკანსიას სპორტის მასწავლებლის პოზიცაზე.

სამუშაო პირობები: ვაკანსიის ადგილმდებარეობა: თბილისი (საბურთალო, თოფურიას 2)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: სასწავლო-საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვა-ორგანიზება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი ან პროფესიული სასპორტო განათლება; ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სფეროში პედაგოგიური გამოცდილება

დამატებითი უნარები:
სპორტის გაკვეთილის დამოუკიდებლად დაგეგმვა და წარმართვა; მოსწავლეთა მცირერიცხოვან და მრავალრიცხოვან ჯგუფებში მუშაობა; გუნდურად მუშაობა; განსხვავებული კულტურების წარმომადგენლებთან ურთიერთობა; სტრესული სიტუაციების მართვა; ეფექტური კომუნიკაციისა და დროის მართვა

პიროვნული უნარები:
მოტივირებულობა; ინიციატივიანობა; შრომისმოყვარეობა; პასუხისმგებლობის გრძნობა; პუნქტუალურობა; ორგანიზებულობა; თვითდისციპლინირებული

ჩვენ გთავაზობთ:
თბილ და მეგობრულ გარემოს, თანადგომას სამუშაო პროცესის გამართულად და ეფექტურად განსახორციელებლად; ჯანმრთელობის დაზღვევის სტანდარტულ პაკეტს

შერჩევა მოიცავს ორ ეტაპს: რეზიუმეების გადარჩევა, ინდივიდუალური გასაუბრება.

დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმეს შემცველ ფაილს დაარქვით თქვენი სახელი და გვარი. წერილის სათაურში მიუთითეთ ის ვაკანსია, რომელზედაც აგზავნით თქვენს მონაცემებს (აუცილებლად მიუთითეთ საკონტაქტო ნომერი) და გადმოაგზავნეთ ელ. მისამართზე: waldorfschule@waldorfschule.ge;
ბეჭდვა
© 2019  aris.ge