ინგლისურის პედაგოგი, თბილისი

ორგანიზაცია: სასწავლო მოსამზადებელი ცენტრი "ELC - SCHOOL"
ბოლო ვადა: 29.08.2019
 
სასწავლო მოსამზადებელი ცენტრი "ELC - SCHOOL" აცხადებს ვაკანსიასა ინგლისური ენის პედაგოგის თანამდებობაზე.

სამუშაოს აღწერა:
თითოეული გაკვეთილის ინდივიდუალური მომზადება; ეფექტური და ხარისხიანი სასწავლო პროცესის განხორციელება; მოსწავლეების პროგრესი შეფასება და შედეგების შესახებ ხელმძღვანელობის ინფორმირება; სახალისო გაკვეთილების დაგეგმვა, აუდიო-ვიდეო და ვიზუალური ტექნიკის დახმარებით; ეფექტური კომუნიკაცია მოსწავლეების მშობლებთან; ყოველთვიური ანგარიშების გაკეთება განვლილი მასალის და ჯგუფების შედეგების წარდგენა ხელმძღვანელთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
მინიმალური განათლება: ინგლისური ენის ფილოლოგის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი; აუცილებელია კანდიდატს ჰქონდეს მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ჯგუფებთან მუშაობის (სასწავლო ცენტრებში); უპირატესობა მიენიჭება ინგლისურ ენაში სხვადასხვა სერთიფიკატის მქონე კონკურსანტს.

დამატებითი მოთხოვნები:
ჯგუფების მართვის უნარი, მოსწავლეებთან სათანადო პედაგოგიური მიდგომა; კრიტიკულ და სტრესულ სიტუაციებში სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი; ორგანიზებულობა; ენერგიული და პოზიტიური განწყობა საქმისადმი; ბავშვებთან მუშაობის სიყვარული და უნარი

შერჩევის ეტაპები: სივების გადარჩევა, გასაუბრება კონკურსანტთან, საცდელი გაკვეთილის ჩატარება.

სამუშაო გრაფიკი:
კვირაში 4 დღე: შერჩეულ პედაგოგს ჩაბარდება 12 ჯგუფი (თითო ჯგუფში მაქსიმუმ 5 მოსწავლე), გაკვეთილების ხანგრძლივობა ჯგუფთან 1 საათი. ანაზღაურებადი ერთ თვიანი საცდელი ვადის გავლის შემდეგ, პედაგოგის მინიმალური ანაზღაურება თვეში ხელზე ასაღები თვეში - 800 ლარი. (კვირაში 4 სამუშაო დღე)

სამუშაო გრაფიკი კვირაში 2 დღე: შერჩეულ პედაგოგს ჩაბარდება 6 ჯგუფი ( ჯგუფში მაქსიმუმ 5 მოსწავლე), გაკვეთილების ხანგრძლივობა ჯგუფთან 1 საათი. ანაზღაურებადი 1 თვიანი საცდელი ვადის გასვლის შემდეგ პედაგოგის მინიმალური ანაზღაურება ხელზე ასაღები თვეში - 400 ლარი. (კვირაში ორი სამუშაო დღე)

ცენტრი მდებარეობს ვაზისუბნის დასაწყისში, შანდორ პეტეფის ქუჩაზე. ცენტრში სწავლა დაიწყება 16 სექტემბერს და გაგრძელდება 15 ივნისამდე.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV, სამოტივაციო წერილი და ერთი რეკომენდატორის საკონტაქტო მონაცემები შემდეგ მისამართზე magdalina1981@yahoo.com საკონტაქტო ნომერი: 555 547700
ბეჭდვა
© 2019  aris.ge