მოწვეული ლექტორი, თბილისი

ორგანიზაცია: შოთაძის სახ. თბილისის სამედიცინო აკადემია
ბოლო ვადა: 30.08.2019
 
თბილისის სამედიცინო აკადემია (თსა) ერთ-ერთი პირველი კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა საქართველოში. თსა დაარსდა 1992 წელს და წარმატების 27 წლიანი ისტორია აქვს. 2018 წელს თსა-მ მიიღო ავტორიზაცია განახლებული საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

თსა-ს მისიაა გაზარდოს თანამედროვე ცოდნისა და სამეცნიერო-კვლევითი უნარ-ჩვევების მქონე სამედიცინო დარგის პროფესიონალები სტუდენტზე ორიენტირებულ სასწავლო გარემოსა და საერთაშორისო დონის საგანმანათლებლო პროგრამების უზრუნველყოფის გზით.

თსა-ს ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე - "მედიცინა" - ცხადდება მოწვეულ ლექტორთა შესარჩევი კონკურსი გენეტიკის სასწავლო კურსზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
დიპლომირებული მედიკოსი; ინგლისური ენის ცოდნა (სავალდებულო); პედაგოგიური გამოცდილება (სასურველია).

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ:
ავტობიოგრაფია (CV); განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი; პედაგოგიური მუშაობის დამადასტურებელი ცნობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

კანდიდატების პირველადი შერჩევა მოხდება CV-ების საფუძველზე.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) 2019 წლის 30 აგვისტომდე, შემდეგ მისამართზე: hr@tma.edu.ge (გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ "მოწვეულ ლექტორთა შესარჩევი კონკურსი გენეტიკაში").

თქვენს მიერ გადმოგზავნილი ინფორმაცია ინახება თსა-ს მონაცემთა ბაზაში ერთი წლის განმავლობაში.
ბეჭდვა
© 2019  aris.ge