სამართლის ასისტენტ-პროფესორი, ქუთაისი

ორგანიზაცია: ქუთაისის უნივერსიტეტი
ბოლო ვადა: 26.08.2019
 
ქუთაისის უნივერსიტეტი წარმოადგენს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ცენტრს, რომელიც დაფუძნებულია სტუდენტების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის ჰარმონიული თანამშრომლობის პრინციპებზე. ის ერთ-ერთი პირველი კერძო უნივერსიტეტია საქართველოში, 28 წლიანი წარმატებული გამოცდილებით, რომელსაც ყავს ახალგაზრდა და პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი.

ჩვენს აკადემიურ პერსონალს ვთავაზობთ:
კონკურენტულ ანაზღაურებას; სასწავლო და სამეცნიერო საქმიანობის შეთავსების შესაძლებლობას; პროფესიული განვითარების ხელშეწყობას; ჯანსაღ ორგანიზაციულ კულტურას; მოქნილ სამუშაო გრაფიკს; უახლეს ტექნოლოგიებს.

სრული ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს: http://www.unik.edu.ge/

სფერო: სამართალი
ასისტენტ-პროფესორი
კერძო სამართალი -1 საშტატო ერთეული
სისხლის სამართალი - 1 საშტატო ერთეული
საჯარო სამართალი -1 საშტატო ერთეული

საკვალიფიკაციო მოთხოვნები კონკურსში მონაწილე კანდიდატებისთვის:
ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი. 

კონკურსანტებმა უნდა წარმოადგინონ:
განცხადება უნივერსიტეტის რექტორის სახელზე (საბუთების ადგილზე წარმოდგენის შემთხვევაში); რეზიუმე (CV); პირადობის მოწმობის ასლი; კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები; სამეცნიერო შრომების ჩამონათვალი (ბოლო 10 წლის განმავლობაში, წლების მითითებით) და დამადასტურებელი ინფორმაცია ელექტრონული სახით; შესაბამის სფეროში სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის დამადასტურებელი ინფორმაცია (თუ არ არის მითითებული რეზიუმეში);
არჩეული სასწავლო კურსის სილაბუსი.

საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@unik.edu.ge 26 ივლისიდან 26 აგვისტოს ჩათვლით. სათაურის ველში მიუთითეთ "კონკურსი აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად".

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ  დაგვიკავშირდეთ +995 598 124611
 
ასევე, განაცხადი მიიღება მისამართზე: შპს „ ქუთაისის უნივერსიტეტი“, ქუთაისი, წერეთლის ქ. #13, მე-2 სართული, ოთახი #204 (კანცელარია).

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:
კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის გაცნობა/შესწავლა და გასაუბრება.
ბეჭდვა
© 2019  aris.ge