ინგლისურის მასწავლებელი, თბილისი

ორგანიზაცია: ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა
ბოლო ვადა: 05.09.2019
 
"ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა - თბილისი" აცხადებს ვაკანსიას ინგლისური ენისა და ლიტერატურის პედაგოგის პოზიციაზე.

ძირითადი მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება ინგლისური ფილოლოგიის, პედაგოგიკის ან სხვა რელევანტური მიმართულებით; მოსწავლეებთან მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება; სწავლების თანამედროვე დასავლური მეთოდოლოგიებისა და მიდგომების მაღალ დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; სერტიფიცირებული და სქემაში ჩართული კანდიდატები ისარგებლებენ უპირატესობით.

აუცილებელი პიროვნული უნარ-ჩვევები და თვისებები:
ორგანიზებულობა; კომუნიკაბელურობა; პუნქტუალურობა; დეტალებზე ორიენტირება.

სამუშაო დატვირთვა: 09:30 საათიდან 17:00 საათამდე (შაბათ-კვირის გარდა).

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ქართულ და ინგლისურ ენაზე, ელექტრონულ მისამართზე: career@buckswood.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "ინგლისური ენისა და ლიტერატურის პედაგოგი".

"ბაქსვუდის სკოლა" მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის!
ბეჭდვა
© 2019  aris.ge