ჰემატოლოგიის ლექტორი, თბილისი

ორგანიზაცია: საქართველოს უნივერსიტეტი
ბოლო ვადა: 10.09.2019
 
"საქართველოს უნივერსიტეტის" ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლა აცხადებს ლექტორის ვაკანსიას ჰემატოლოგიის მიმართულებით.

წარმოსადგენი დოკუმენტებია:
Curriculum Vitae;
აკადემიური ხარისხის (ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი ან მათთან გათანაბრებული) დამადასტურებელი დოკუმენტების ასლი - დამოწმებული ნოტარიულად. უცხოეთში გაცემული ან არაქართულენოვანი დიპლომი უნდა იყოს ნათარგმნი ქართულ ენაზე. უცხოეთში მიღებული კვალიფიკაცია აღიარებული უნდა იყოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ და თარგმანი - დამოწმებული ნოტარიულად;
სამოტივაციო წერილი;
საგნის სილაბუსი

წარმატებული კანდიდატის გამოვლენა განხორციელდება შემდეგი კრიტერიუმებით:
სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობა;
სილაბუსი, რომლებიც ფასდება შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით;
სამეცნიერო კონფერენციებში/სემინარებში მონაწილეობა ბოლო 5 წლის განმავლობაში;
პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა;
საოფისე ტექნოლოგიების გამოყენების უნარი.
რომელიმე ევროპული ენის ცოდნა. პროგრამა არის ინგლისურენოვანი. კონკურსანტს უნდა ჰქონდეს უნარი გაუძღვეს სალექციო კურსს ინგლისურ ენაზე. სასურველია, ჰქონდეს მუშაობის გამოცდილება ევროპაში, გაერთიანებულ სამეფოში ან აშშ-ში.

საკონკურსო კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში, კანდიდატს შეიძლება ეთხოვოს დემო ლექციის ჩატარება მის მიერ წარმოდგენილ სილაბუსში მითითებულ ერთ-ერთ საკითზე.

საკონკურსო დოკუმენტების მიღება განხორციელდება 2019 წლის 10 სექტემბრამდე ელ-ფოსტაზე: vacancy@ug.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ: "ჰემატოლოგიის ლექტორი".
ბეჭდვა
© 2019  aris.ge