ინგლისური ენის პედაგოგი/სტაჟიორი, თბილისი

ორგანიზაცია: ბიზნეს სკოლა და აკადემია
ბოლო ვადა: 01.09.2019
 
"ბიზნეს სკოლა და აკადემია" აცხადებს ორთვიან სტაჟირებას ინგლისური ენის პედაგოგის პოზიციაზე.

თუ გსურს განვითარდე, მიიღო პედაგოგიური გამოცდილება, დამოუკიდებლად იმუშაო აუდიტორიასთან და გქონდეთ უცხოელ სპეციალისტებთან ერთად გაკვეთილის ჩატარების საშუალება და გამოცდილება, მათთან ერთად დაგეგმო გაკვეთილები, მიიღო თანამედროვე, ახალ პროგრამებთან სწავლების გამოცდილება, მაშინ ბიზნეს სკოლის და აკადემიის გუნდი შეძლებს განვითარებაზე ორიენტირებული სპეციალისტების მიღებას.

ბიზნეს სკოლა და აკადემია ეძებს ისეთ დამწყებ /გამოცდილ კადრს, ვისაც მისცემს პრაქტიკას, სამუშაო გამოცდილებას და საუკეთესო სტაჟიორთან გააგრძელებს ხანგრძლივ თანამშრომლობას.

წარმატებული სტაჟიორი ბიზნეს სკოლაში და აკადემიაში თანამშრომლობას გააგრძელებს რეზერვი (ან დამხმარე) პედაგოგის პოზიციაზე.

კვალიფიკაცია:
შესაბამისი უმაღლესი განათლება.
მასწავლებლად მუშაობის მინ. 6 თვიანი გამოცდილება.
კერძო მოსწავლეებთან მუშაობის გამოცდილება.
საოფისე პროგრამების ცოდნა.

უნარ-ჩვევები:
პასუხისმგებლობა
კომუნიკაბელურობა
ეფექტური კომუნიკაცია
გუნდთან მუშაობის უნარი
გაწონასწორების უნარი
დეტალებზე ფოკუსირება.

შერჩევის ეტაპი ჩატარდება სამ ეტაპად:

1. რეზიუმეების გადარჩევა
2. გასაუბრება
3. 30 წთ-იანი საჩვენებელი გაკვეთილი.

ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 3.
შერჩეული სტაჟიორი იმუშავებს როგორც ზრდასრულების ჯგუფში, ასევე სკოლის მოსწავლეებთან.
სამუშაო დღეები: ორშაბათი-ოთხშაბათი-ხუთშაბათი, 15 სთ-დან 20 სთ-მდე; სამშაბათი-ოთხშაბათი-პარასკევი: 15 სთ-დან 20 სთ-მდე; შაბათის და კვირის სკოლა: 11 სთ-დან 17 სთ-მდე. შერჩეული კანდიდატი შეარჩევს მისთვის სასურველ დღეებს.
სტაჟირების დასრულების შემდეგ ანაზღაურება განისაზღვრება გამოცდილების და კვალიფიკაციის მიხედვით.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: careerhrba@gmail.com და სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, ასევე, მოგვწერეთ რატომ გსურთ ჩვენს კომპანიაში სტაჟირება.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 1-ლი სექტემბერი.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს თქვენი ინფორმაცია. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ დასაქმებისათვის საჭირო პროცედურებისათვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
ბეჭდვა
© 2019  aris.ge