მათემატიკისა და ლოგიკის მასწავლებელი, თბილისი

ორგანიზაცია: ბიზნეს სკოლა და აკადემია
ბოლო ვადა: 01.09.2019
 
"ბიზნეს სკოლა და აკადემია" აცხადებს ვაკანსიას მათემატიკისა და ლოგიკის მასწავლებლის პოზიციაზე.

თუ თქვენ გაქვთ გამოცდილება, ან გსურთ მიიღოთ გამოცდილება, ზრუნავთ თვითგანვითარებაზე, მოგწონთ აუდიტორიასთან მუშაობა, ხართ მიზანდასახული, თქვენ შეგიძლია თავისუფლად შეუერთდეთ "ბიზნეს სკოლის და აკადემიის" კვალიფიციურ პედაგოგთა გუნდს.

"ბიზნეს სკოლა და აკადემია" ეძებს ისეთ კადრს, ვისთანაც გააგრძელებს ხანგრძლივ თანამშრომლობას.

კვალიფიკაცია:
შესაბამისი უმაღლესი განათლება.
აუცილებელია მინ. 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება
კერძო მოსწავლეებთან მუშაობის გამოცდილება.
საოფისე პროგრამების ცოდნა.

უნარ-ჩვევები:
პასუხისმგებლობა
კომუნიკაბელურობა
ეფექტური კომუნიკაცია
გუნდთან მუშაობის უნარი
გაწონასწორების უნარი
დეტალებზე ფოკუსირება.

შერჩევის ეტაპი ჩატარდება სამ ეტაპად:

1. რეზიუმეების გადარჩევა
2. გასაუბრება
3. 30 წთ-იანი საჩვენებელი გაკვეთილი.

ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 2.
შემოსული რეზიუმეები განაწილდება 2 ნაწილად: დამწყები და გამოცდილი.
დამწყები პედაგოგი გაივლის 6-კვირიან სტაჟირებას. სტაჟირების დასრულების შემდეგ თანამშრომლობას გააგრძელებს შაბათის და კვირის სკოლაში. ასევე იქნება ბიზნეს სკოლაში და აკადემიაში რეზერვი, შემცვლელი კადრი.

სამუშაო დღეები:

სექტემბერი:
ორშაბათი-ოთხშაბათი-ხუთშაბათი: 15 სთ-დან 20 სთ-მდე
სამშაბათი-ოთხშაბათი-პარასკევი: 15 სთ-დან 20 სთ-მდე.
შაბათის და კვირის სკოლა: 11 სთ-დან 17 სთ-მდე.

ოქტომბრიდან: მხოლოდ შაბათი და კვირა (რეზერვი ორშაბათი-პარასკევის ჩათვლით).

შერჩეული კანდიდატი შეარჩევს მისთვის სასურველ დღეებს.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: careerhrba@gmail.com. გთხოვთ სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, ასევე, მოგვწერეთ რატომ გსურთ ჩვენს კომპანიაში მუშაობის დაწყება.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 1-ლი სექტემბერი.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს თქვენი ინფორმაცია. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ დასაქმებისათვის საჭირო პროცედურებისათვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
ბეჭდვა
© 2019  aris.ge