ტრენერთა ვაკანსია სხვადასხვა პროგრამებზე, თბილისი

ორგანიზაცია: საკონსულტაციო ფირმა მედლერნერი
ბოლო ვადა: 27.08.2019
 
საკონსულტაციო ფირმა "მედლერნერი" არის კომპანია, რომელიც ახორციელებს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამას.

"მედლერნერი" აცხადებს ტრენერთა მიღებას სხვადასხვა პროგრამებისათვის.

"მედლერნერი" გიდის მოსამზადებელი კურსისათვის აცხადებს ტრენერების ვაკანსიას შემდეგი მოდულებისთვის:
ეფექტური კომუნიკაცია, შემოქმედებითი უნარები და ლიდერობა.
პირველადი დახმარება
საქართველოს ტურისტული რესურსი

მოთხოვნა: კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა

კანდიდატის წარსადგენი დოკუმენტები:

1. CV
2. განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი .
3. საგნის სილაბუსი
4. გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და რეკომენდაცია

"მედლერნერი" აცხადებს მასწავლებლების მიღებას უცხო ენათა ცენტრში შემდეგი საგნებისთვის:
გერმანული
ფრანგული
რუსული

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ენის სწავლების მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება
სწავლების თანამედროვე მეთოდების პრაქტიკაში გამოყენების უნარი
კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა

წარსადგენი დოკუმენტაცია:

1. CV
2. განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი

გთხოვთ, აღნიშნული დოკუმენტაცია გადმოგვიგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე: infomadlearner@gmail.com. დანიშნულებაში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "გიდის კურსი" ან "უცხო ენათა ცენტრი".

განაცხადები მიიღება შეზღუდული რაოდენობით.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 27 აგვისტო.
ბეჭდვა
© 2019  aris.ge