სპორტის მასწავლებელი , თბილისი

ორგანიზაცია: ახალი სკოლა
ბოლო ვადა: 17.08.2019
 
"ახალი სკოლა" აცხადებს ვაკანსიას საბაზო და საშუალო სკოლის სპორტის მასწავლებლის თანამდებობაზე.

მოვალეობები:
კეთილსინდისიერად შეასრულოს სახელშეკრულებო ვალდებულებები, დაიცვას შრომის დისციპლინა, დაემორჩილოს დამქირავებლის მიერ დადგენილ შრომის განაწესს, მოუფრთხილდეს სასწავლო ინვენტარს და მასალას
ჩაატაროს სრულფასოვანი გაკვეთილი მოსწავლეებისთვის
დაიცვას უსაფრთხოების წესები გაკვეთილის ჩატარების დროს
დაიცვას სტანდარტები და პროფესიული ეთიკის ნორმები
უზრუნველყოს მოსწავლეთა მუდმივი ზედამხედველობა
დარწმუნდეს, რომ თითოეული მოსწავლის ფიზიკური მონაცემები მისაღებია დატვირთვისთვის, განსაზღვროს რისკ-ფაქტორები.
ყურადღება მიაქციოს, რომ მოსწავლეებს გაკვეთილზე ეცვათ სპორტის ფორმა
საგანგებო სიტუაციის დროს დაუყოვნებლივ და სათანადოდ დაიცვას უსაფრთხოების წესები
მიიღოს მონაწილეობა დამქირავებლის მიერ ორგანიზებულ ტრენინგებში, კვალიფიკაციის ამაღლების ღონისძიებებში
დროულად გამოცხადდეს სკოლაში
იყოს მოწესრიგებული და სამაგალითო მოსწავლეებთან/მშობლებთან ურთიერთობის დროს
რეგულარულად წარუდგინოს ზეპირი და წერილობითი ანგარიშები, პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ, სექტორის ხელმძღვანელს
კომპეტენციის ფარგლებში შეასრულოს დამქირავებლის სხვა დავალებები და მითითებები.

კვალიფიკაცია:
განათლება შესაბამის სფეროში ან ექვივალენტური გამოცდილება
ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილად ცოდნა
წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი
დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი
განსხვავებული კულტურების წარმომადგენლებთან ურთიერთობის უნარი.

ანაზღაურება: მაღალი, გამომდინარე კვალიფიკაციიდან.

ტელ: 599 532405
განცხადების მიღების ბოლო ვადა 17 აგვისტო, 2019წ.
ბეჭდვა
© 2019  aris.ge