სპეციალური მასწავლებელი, თბილისი

ორგანიზაცია: 169-ე გახანგრძლივებული დღის საჯარო სკოლა
ბოლო ვადა: 01.09.2019
ხელფასი: 550 ლარი
 
ქალაქ თბილისის №169 საჯარო სკოლა აცხადებს ვაკანტურ ადგილს სპეციალური მასწავლებელის პოზიციაზე.

სამუშაოს დაწყების თარიღი: 16 სექტემბერი, 2019წ.
სამუშაო საათები: 40 სთ/კვირაში
სავარაუდო ხელფასი: 500-550 ლარი/თვეში

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:  არ ვრცელდება მასწავლებლობის მაძიებლებზე1. კანდიდატი სპეციალური მასწავლებლის შტატზე უნდა აკმაყოფილებდეს რომელიმე შემდეგ მოთხოვნას:

მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული ჰქონდეს განათლების მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით) და გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური მასწავლებლის მომზადების მოდული ან მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური მასწავლებლის მომზადების მოდული;

ჰქონდეს სულ მცირე ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის მიმართულებით ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური განათლების სამაგისტრო პროგრამა;

ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, სპეციალურ მასწავლებლად/მასწავლებლად მუშაობის დაწყებიდან 2 წლის ვადაში უნდა გაიაროს სპეციალური მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამა ან მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დისტანციური კურსი და უნდა ჩააბაროს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი გამოცდა;

ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით და უნდა ჩააბაროს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი გამოცდა.
აქვს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და გავლილი აქვს სპეციალური განათლების სამაგისტრო პროგრამა;

არის მოქმედი სპეციალური მასწავლებელი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დაგენილ მოთხოვნებს, იმ პირობით თუ 2022 წლის 01 იანვრამდე ჩააბარებს შესაბამის გამოცდას.
გამოხმაურების ვოლო ვადა 1 სექტემბერი, 2019წ.
რეგიონი: თბილისი
რაიონიდი: დუბე-ჩუღურეთი
ტელეფონი: 577211477
ბეჭდვა
© 2019  aris.ge