სხვადასხვა საგნის პედაგოგი, თბილისი

ორგანიზაცია: SOS- ბავშვთა სოფელი
ბოლო ვადა: 15.09.2019
 
ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" თბილისის მცირე საოჯახო ტიპის სახლებში / SOS ოჯახებში მცხოვრები საგანმანათლებლო/სასწავლო საჭიროების მქონე მშობელთა მზრუნველობას მოკლებული ბავშვების დახმარების მიზნით, აცხადებს შემდეგ ვაკანსიებს:

ქიმიის პედაგოგი - 1 ჯგუფი
ფიზიკის პედაგოგი - 1 ჯგუფი
რუსული ენის პედაგოგი - 1 ჯგუფი
ინგლისური ენის პედაგოგი - 3-5 ჯგუფი
მათემატიკის პედაგოგი - 3-5 ჯგუფი

სამუშაო განაკვეთი: კვირაში 2 მეცადინეობა თითოეულ ჯგუფთან - 1 საათი (დღის მეორე ნახევარი)

ძირითადი მოვალეობები:
საგანმანათლებლო/სასწავლო საჭიროებების მქონე ბავშვების აკადემიური მოსწრების ამაღლება/გაზრდა
ბავშვებთან ინდივიდუალური და/ან ჯგუფური პედაგოგიური მუშაობა
პედაგოგიური საქმიანობის დაწყებამდე, საგანმანათლებლო/სასწავლო საჭიროებების მქონე ბავშვების შეფასება სპეციალური მეთოდოლოგიის (ტესტების) საშუალებით
სასწავლო პროგრამის სილაბუსის შემუშავება, სილაბუსი უნდა იყოს დაფუძნებული პრაქტიკულ სავარჯიშოებით სწავლებაზე, ძირითადი ხაზი უნდა ეფუძნებოდეს კეთებით სწავლების აპრობირებულ პრაქტიკას.
დასწრების აღრიცხვიანობის წარმოება
ყოველი სასწავლო სემესტრის ბოლოს, ტესტირების ორგანიზება გაწეული საგანმანათლებლო დახმარების შედეგების შეფასების მიზნით.
ყოველი სასწავლო სემესტრის ბოლოს, შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშების მომზადება და წარდგენა.

სავალდებულო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება შესაბამის სფეროში
პედაგოგად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი
ეფექტური კომუნიკაციის (მოსმენა და ინფორმაციის გადაცემა) უნარი

ჩვენ გთავაზობთ:
საინტერესო და საპასუხისმგებლო სამუშაოს
სასიამოვნო სამუშაო გარემოს

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელ-ფოსტაზე: maiko.gongadze@sos-kd.ge 2019 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით. სათაურში მიუთითოთ სასურველი თანამდებობა. განიხილება მხოლოდ სრულყოფილად წარმოდგენილი განაცხადები.

შერჩევის ეტაპი ჩატარდება შემდეგნაირად:
გასაუბრება
გასაუბრების შემდგომ შერჩეული კანდიდატები წარმოადგენენ სილაბუსის 15 წუთიან პრეზენტაციას

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" სოციალურ განვითარებაზე ორიენტირებული არასამთავრობო ორგანიზაციაა. 1989 წლიდან იგი აქტიურად მონაწილეობს ბავშვთა უფლებებსა და მათ საჭიროებებზე მიმართული პროგრამებისა თუ მომსახურებების შემუშავებაში. ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" მოქმედებს "SOS Children`s Villages International"-ის დებულების შესაბამისად, ვინაიდან ეს უკანასკნელი წარმოადგენს მის ქოლგა ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 132 ქვეყანაში ჰყავს ადგილობრივი წარმომადგენლობა ასოციაციების სახით. ორგანიზაციის მიზანია მიტოვების რისკის წინაშე მყოფ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა უფლებების დაცვა; აგრეთვე, თემზე დაფუძნებული ალტერნატიული მომსახურებების მიწოდების გზით, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება, მათი სრულფასოვან პიროვნებებად ფორმირების ხელშეწყობისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით.
ბეჭდვა
© 2019  aris.ge