ინგლისური ენის მასწავლებელი, თბილისი

ორგანიზაცია: თბილისის თავისუფალი ვალდორფის სკოლა
ბოლო ვადა: 13.09.2019
 
თბილისის თავისუფალი ვალდორფის სკოლა ვაკანსიას ინგლისური ენის მასწავლებლის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები: ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი (საბურთალო, თოფურიას #2.)

ძირითადი ფუნქცია- მოვალეობები: სასწავლო-საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვა-ორგანიზება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
მასწავლებლობის უფლება დიპლომის მიხედვით და ჩაბარებული ჰქონდეს საგნობრივი კომპეტენციების დადასტურების გამოცდა
ჰქონდეს განათლების მიმართულებით მაგისტრის აკადემიური ხარისხი( ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/ საგნების სწავლების მითითებით) და ჩაბარებული ჰქონდეს საგნობრივი კომპეტენციების დადასტურების გამოცდა
ვალდორფის პედაგოგიკის სემინარის გავლა
ჰოსპიტაციის გავლა ჩვენს სკოლაში

დამატებითი უნარები: 
საოფისე პროგრამების ცოდნა
პრობლემის იდენტიფიცირებისა და მყისიერი რეაგირების უნარი
სტრესული სიტუაციების მართვა
ეფექტური კომუნიკაციისა და დროის მართვის უნარი

პიროვნული უნარები:
მოტივირებულობა
შრომისმოყვარეობა
პასუხისმგებლობის გრძნობა
პუნქტუალურობა
ორგანიზებულობა

ჩვენ გთავაზობთ:
თბილ და მეგობრულ გარემოს, თანადგომას სამუშაო პროცესის გამართულად და
ეფექტურად განსახორციელებლად. ჯანმრთელობის დაზღვევის სტანდარტულ პაკეტს

შერჩევის მეთოდი:

შერჩევა მოიცავს ორ ეტაპს: რეზიუმეების გადარჩევა, ინდივიდუალური გასაუბრება.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 13 სექტემბერი, 2019წ.

დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმეს შემცველ ფაილს დაარქვით თქვენი სახელი და გვარი. წერილის სათაურში მიუთითეთ ის ვაკანსია, რომელზედაც აგზავნით თქვენს მონაცემებს(აუცილებლად მიუთითეთ საკონტაქტო ნომერი) და გადმოაგზავნეთ შემდეგ ელ. მისამართზე: waldorfschule@waldorfschule.ge
ბეჭდვა
© 2019  aris.ge