ასოცირებული პროფესორი, თბილისი

ორგანიზაცია: თავისუფალი უნივერსიტეტი
ბოლო ვადა: 29.09.2019
 
თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას აკადემიური პოზიციის დასაკავებლად.

კონკურსი ცხადდება შემდეგი მიმართულებით:

ინტელექტუალური ისტორია - ასოცირებული პროფესორი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ინტელექტუალური ისტორიის მიმართულებით პირს უნდა ჰქონდეს ფილოსოფიის დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხი და სამეცნიერო - პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება, ასევე:

საერთაშორისო სამეცნიერო-საგრანტო პროექტებში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
კვლევების მიმართულებით თეორიული და პრაქტიკული მუშაობის გამოცდილება;
ინტენსიური პედაგოგიური საქმიანობის განხორცილება ფილოსოფიისა და ინტელექტუალური ისტორიის მიმართულებით;
ინგლისური და ლათინური ენების ცოდნა;

აკადემიური თანამდებობები შეიძლება დაკავებულ იქნეს პროფესიული ნიშნით კვალიფიციური პერსონალის მიერ. ამ შემთხვევაში, პირის კვალიფიკაცია შეიძლება დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით, განხორცილებული პროექტებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია.

განცხადებების მიღების ვადად განისაზღვროს 2019 წლის 21 სექტემბრიდან - 2019 წლის 25 სექტემბრის ჩათვლით.

განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს:

ბიოგრაფია (CV);
სამოტივაციო წერილი (1 გვერდი);
შესაბამისი სასწავლო კურსის სილაბუსის პროექტი;
ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
პუბლიკაციების ჩამონათვალი;
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

დოკუმენტაციის მიიღება ხდება ელექტრონულად, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე და შეავსოთ ყველა სავალდებულო ველი - https://form.jotform.me/92321740786460

კონკურსი ტარდება ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე შერჩევა მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, ხოლო მეორე ეტაპზე ჩატარდება გასაუბრება/საჩვენებელი ლექცია.

კონკურსის პირველი ეტაპი გაიმართება 2019 წლის 25 სექტემბრიდან - 2019 წლის 29 სექტემბრის ჩათვლით, ხოლო გასაუბრება/ საჩვენებელი ლექცია საკონკურსო კომისიასთან გაიმართება 2019 წლის 30 სექტემბრიდან - 2019 წლის 4 ოქტომბრის ჩათვლით.

შრომის ანაზღაურება და შრომის სხვა პირობები განისაზღვრება შერჩეულ პირთან შეთანხმების საფუძველზე.

საკონტაქტო ინფორმაცია:
მისამართი: 0159, თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი # 240, კახა ბენდუქიძის კამპუსი
ვებ-გვერდი: http://www.freeuni.edu.ge
ელ.მისამართი: Vacancy@freeuni.edu.ge
ბეჭდვა
© 2019  aris.ge