საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის ასისტენტი, თბილისი

ორგანიზაცია: საქართველოს უნივერსიტეტი
ბოლო ვადა: 20.09.2019
 
საქართველოს უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას ქართული, გერმანული და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის ასისტენტის პოზიციაზე.

ჩვენს პერსონალს ვთავაზობთ:
მოქნილ სამუშაო გრაფიკს
პროფესიული განვითარების ხელშეწყობას
ჯანსაღ ორგანიზაციულ კულტურას
უსაფრთხო სამუშაო გარემოს
უახლეს საოფისე ტექნოლოგიებს

ძირითადი მოვალეობები:
ინსტიტუტის სამეცნიერო-კვლევით პროექტების მხარდაჭერა;
ინსტიტუტის ვებ-გვერდების, მათ შორის სოციალური ქსელების ანგარიშების მართვა;
ინსტიტუტის ხელმძღვანელის მხარდაჭერა სხვადასხვა ღონისძიების დროს;
ელ-ფოსტისა და სხვა კომუნიკაციის მართვა;
საჭიროების შემთხვევაში სამართლის სკოლის აქტივობების მხარდაჭერა (ღია კარის დღე, გამოცდებზე დასწრება, სკოლებში გასვლები).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სამართლის მიმართულების ბაკალავრიატის სტუდენტი (მესამე ან მეოთხე კურსელი) ან მაგისტრანტი, რომელიც დაინტერესებულია სისხლის სამართლით.
მაღალი აკადემიური მოსწრება;
ინგლისური ენის კარგი ცოდნა (მინიმუმ B 2.2. დონე);
საოფისე კომპიუტერული პროგრამები;
სასურველია აკადემიური წერის სტანდარტების მაღალ დონეზე ცოდნა;
მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
ორგანიზაციული უნარი;
მოწესრიგებულობა.

სამუშაო პირობები: თავისუფალი გრაფიკი (ლექციებთან შეთავსებით)

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV და სამოტივაციო წერილი 2019 წლის 20 სექტემბრის ჩათვლით შემდეგ ელ.ფოსტაზე: vacancy@ug.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ - ინსტიტუტის ასისტენტი.

დოკუმენტების საფუძველზე შერჩეული კანდიდატები შემოწმდებიან ინგლისური ენის ცოდნაში (გადათარგმნიან მოკლე ტექსტებს) და ასევე, გაივლიან გასაუბრებას.
ბეჭდვა
© 2019  aris.ge