სამეცნიერო-კვლევითი პროექტების ექსპერტი, თბილისი

ორგანიზაცია: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
ბოლო ვადა: 31.10.2019
 
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი იწვევს საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში მოღვაწე აკადემიურ პერსონალს სამეცნიერო-კვლევითი პროექტების ექსპერტად, რომელთაც პროექტების შეფასება უნდა განახორციელონ შემდეგი კრიტერიუმების თანახმად:

კვლევითი თემის აქტუალობა, კვლევის მიზნები და ამოცანები;
კვლევის მეთოდოლოგია;
კვლევის მოსალოდნელი შედეგების სამეცნიერო ღირებულება;
საერთაშორისო და ადგილობრივი თანამშრომლობის ხარისხი;
პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკის და ბიუჯეტის შესაბამისობა კვლევის მიზნებსა და ამოცანებთან.
ადამიანური და მატერიალური რესურსების შესაბამისობა პროექტის მიზნებსა და ამოცანებთან.

უნივერსიტეტი ქმნის ექსპერტთა ბაზას. წლის განმავლობაში შესაბამისი მიმართულებით პროექტის წარმოდგენის შემთხვევაში, პროექტი ეგზავნება შესაბამის ექსპერტს, რომელსაც პროექტის შესაფასებლად მიეცემა 1 თვიანი ვადა. თითოეული პროექტის მოცულობა (თანდართულ დოკუმენტებთან ერთად) შეადგენს 10-15 გვერდს. ექსპერტის ანაზღაურება ერთი პროექტისთვის შეადგენს 257 ლარს (დარიცხული).

დაინტერესებულ მეცნიერებს/მკვლევრებს ვთხოვთ გამოგზავნონ აკადემიური-სამეცნიერო CV ელექტრონულ ფოსტაზე science@ciu.edu.ge არაუგვიანეს 31 ოქტომბრისა. სათაურის ველში (Subject) მითითებული უნდა იყოს პროექტების ექპერტი შესაბამისი მიმართულებით (მაგალითად: პროექტების ექსპერტი - ფინანსები). შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება სატელეფონო ან პირისპირ გასაუბრება და გაფორმდება ხელშეკრულება.

CV-ში მითითებული უნდა იყოს ინფორმაცია კანდიდატის განათლების, საერთაშორისო ბაზებში ინდექსირებულ ჟურნალებში გამოქვეყნებული სტატიების, სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის, კვლევითი გრანტების და სხვა რელევანტური ინფორმაცია კანდიდატის შეხედულებისამებრ.
ბეჭდვა
© 2019  aris.ge