აკადემიური და მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობები , თბილისი

ორგანიზაცია: საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი
ბოლო ვადა: 22.10.2019
 
სსიპ "საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი" აცხადებს კონკურსს აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობების დასაკავებლად:

შემდეგ მიმართულებით:

1. კინო-ტელე ფაკულტეტი: ხმის რეჟისურის მიმართულებით - პროფესორი - 1 ს/ე

2. სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტი: მედიისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულებით - ასისტენტ-პროფესორი - 1 ს/ე

სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი:

3. ხელოვნებათმცოდნეობა - მეცნიერი თანამშრომელი ერთი (1) ს/ე;

4. ქორეოლოგია - მეცნიერი თანამშრომელი ერთი (1) ს/ე;

კონკურსი ცხადდება 2019 წლის 11 სექტემბრიდან.

კანდიდატების რეგისტრაცია (საბუთების მიღება) დაიწყება 2019 წლის 15 ოქტომბრიდან 22 ოქტომბრის ჩათვლით.

კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება საბუთების მიღების დასრულებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა.

საბუთების მიღება იწარმოებს:

მისამართი: რუსთაველის გამზირი 19
საორგანიზაციო სამსახური
საკონტაქტო ტელ: 2 99 94 11
ელფოსტა: info@tafu.edu.ge
ბეჭდვა
© 2019  aris.ge