კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად კომპიუტინგი/ინფორმატიკის მიმართულებით, თბილისი

ორგანიზაცია: საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი
ბოლო ვადა: 25.10.2019
 
საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი, აკადემიური პერსონალის შერჩევის მიზნით, აცხადებს ღია კონკურსს საინჟინრო ფაკულტეტზე შემდეგი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:

მიმართულება: ინჟინერია
კომპიუტინგი/ინფორმატიკა  - ასოცირებული პროფესორი 
                                                                   
ძირითადი კრიტერიუმები აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:
ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე - დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი; სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება; ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები/პუბლიკაციები;
პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნას კვალიფიციური პირი, პროფესიული ნიშნით. ამ შემთხვევაში პირის კვალიფიკაცია შეიძლება დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინმებული სწავლის შედეგების გამომუშავების აუცილებელი კომპეტენცია.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები, როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმით (vacancy@ssu.edu.ge):
განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის მითითებით (ივსება ადგილზე);
CV/რეზიუმე;
პირადობის მოწმობის ასლი;
ფოტოსურათი (ზომით 3X4);
კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომის ასლი (საზღვარგარეთ დაცული ხარისხის შემთხვევაში, ავთენტურობაზე საჭირო დოკუმენტაცია (აღიარებული უნდა იყოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ)  და ასევე, უცხოეთში გაცემული ან არაქართულენოვანი დიპლომი უნდა იყოს ნათარგმნი ქართულ ენაზე და დამოწმებული ნოტარიულად);
სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის დამადასტურებელი ცნობა;
სამოტიაციო წერილი;
გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი;
სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ბოლო 5 წლის განმავლობაში (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
კურსის/კურსების სილაბუსი/სილაბუსები.

კონკურსი ჩატარდება 4 ეტაპად:
I ეტაპი – განაცხადის მიღება: 21.10.2019 - 25.10.2019  (მის.: ქეთევან დედოფლის გამზირი N16, მე-2 კორპუსი, ოთახი 112)
II ეტაპი – განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის საკონკურსო კომისიის წევრების მიერ განხილვა: 28.10.2019 – 01.11.2019  
III ეტაპი –კონკურსანტებთან გასუბრება: 04.11.2019 – 15.11.2019
IV ეტაპი - კონკურსის შედეგების გამოცხადება:  18.11.2019 -29.11.2019.
      
საკონკურსო კომისიის მოთხოვნით, კადიდატს შეიძლება მოეთხოვოს პრეზენტაციის ჩატარება მის მიერ წარმოდგენილ სილაბუსში მითითებულ ერთ-ერთ საკითზე.
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ უნივერსიტეტის ვებ გვერდზე www.ssu.edu.ge
ბეჭდვა
© 2019  aris.ge