ინგლისური ენის და მათემატიკის პედაგოგი, თბილისი

ორგანიზაცია: თავისუფალი აკადემია
ბოლო ვადა: 25.10.2019
 
საგანმანათლებლო ცენტრი "Free Academy" აცხადებს ვაკანსიებს ინგლისური ენისა და მათემატიკის პედაგოგის პოზიციებზე.

ძირითადი მოვალეობები:
X-XII კლასის სილაბუსის წარდგენა:
X-XII კლასის საპროგრამო მასალის სწავლება;
სასკოლო, ეროვნული და სამაგისტრო გამოცდებისათვის მომზადება
მონაწილეობა აკადემიის ღონისძიებებში, პროგრამებსა და პროექტებში;
დამატებითი გაკვეთილების ჩატარება;
მუდმივი პროფესიული განვითარება.
ბავშვების დასწრების აღრიცხვა

აუცილებელი მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება სპეციალობაში, სასურველია მაგისტრის ხარისხით/სტუდენტი
სასურველია 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის ბრწყინვალე უნარი;
თანამედროვე მეთოდების მოძიებისა და მათი სამუშაო პრაქტიკაში გამოყენების უნარები.

საჭირო საბუთები:
უმაღლესი განათლების დამადასტურებელი საბუთების ასლები;
პედაგოგიკაში განვლილი ტრენინგის დამადასტურებელი მოწმობა;
რეზიუმე (CV);
მოტივაციის წერილი.

პედაგოგის შრომითი ანაზღაურება დაანგარიშდება ჩატარებული გაკვეთილებიდან გამომდინარე.

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:
პირველ ეტაპზე შერჩევა მოხდება CV საფუძველზე
მეორე ეტაპზე კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას და ჩაატარებენ საჩვენებელ გაკვეთილს.

გაცნობებთ რომ, რეზიუმეს გამოგზავნით კანდიდატი თანხმობას აცხადებს , რომ მისი პირადი მონაცემები შეინახება "თავისუფალი აკადემი"-ის პერსონალური მონაცემების ბაზაში 1 წლის განმავლობაში, კანონმდებლობის დაცვით, თუ აღნიშნულის საწინააღმდეგოდ არ იქნება თქვენი მითითება გამოგზავნილ წერილში.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV(რეზიუმე) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: freeacademyrecruiting@gmail.com. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინაამღდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
ბეჭდვა
© 2019  aris.ge