სპეციალური მასწავლებელი, თბილისი

ორგანიზაცია: დამოუკიდებელი საერო გიმნაზია შავნაბადა
ბოლო ვადა: 24.10.2019
 
გიმნაზია „შავნაბადა“ აცხადებს ვაკანსიას „სპეციალური მასწავლებლის“ პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება ფსიქოლოგიის ან/და ინკლუზიური განათლების მიმართულებით (პრიორიტეტულია მაგისტრის ხარისხი);
ინკლუზიური განათლების პრინციპების ცოდნა;
მოზარდის რთული ქცევის სტრატეგიების ცოდნა და მართვის უნარი;
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის პედაგოგიური შეფასების უნარი;
მოსწავლეთა ინდივიდუალური გეგმების შედგენის უნარი;
ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

ძირითადი მოვალეობები:
ეხმარება საგნის მასწავლებელს სსსმ მოსწავლისათვის ადეკვატური სასწავლო გარემოს შექმნაში;
ეხმარება საგნის მასწავლებელს, როგორც სსსმ მოსწავლის კლასში ქცევის, ასევე, ზოგადად, კლასის მართვაში;
საჭიროებისამებრ სასწავლო-აღმზრდელობით საქმიანობაში იყენებს კომუნიკაციის დამხმარე და ალტერნატიულ ტექნოლოგიებს;
ახდენს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების ადრეულ იდენტიფიცირებას;
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის აკადემიურ მიღწევასთან დაკავშირებით ისახავს საგანმანათლებლო მიზნებს;
მართავს ინდივიდუალურ სასწავლო გეგმაზე მომუშავე გუნდის მიერ ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენის/გადახედვის პროცესს;
ახდენს ინდივიდუალური სასწავლო გეგმის განხორციელების მონიტორინგს;
საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალურად მუშაობს სსსმ მოსწავლესთან ან მოსწავლეთა მცირე ჯგუფთან (რესურს ოთახში, კლასში ან კლასის გარეთ), მოსწავლის აკადემიური და სოციალური უნარებისა თუ ქცევის გაუმჯობესებისა და დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდის მიზნით.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე hr@shavnabada.ge მიმდინარე წლის 25 ოქტომბრის ჩათვლით.
სავალდებულოა, რომ წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „სპეციალური მასწავლებელი“, რათა მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა.

თქვენს მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები გიმნაზია შავნაბადას მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენი CV/რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე მომდევნო 2 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
ბეჭდვა
© 2019  aris.ge