სკოლამდელი აღზრდის ცენტრის პედაგოგი, თბილისი

ორგანიზაცია: ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა
ბოლო ვადა: 27.10.2019
 
"ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა - თბილისი" აცხადებს ვაკანსიას სკოლამდელი აღზრდის ცენტრის პედაგოგის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
საბავშვო ბაღში აღმზრდელ პედაგოგად მუშაობის გამოცდილება;
ბავშვის აღზრდა განვითარების შინაარსის ცოდნა;
საბავშვო ბაღში საგნობრივ-პრაქტიკული საქმიანობის გამოცდილება;
საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word, Internet).

პიროვნული თვისებები და უნარები:
სასწავლო პროცესის შესწავლის, შეფასების, და მართვის უნარი;
აღსაზრდელზე ორიენტირების უნარი;
სასწავლო მასალის შინაარსზე მუშაობის უნარი;
ცალკეულ აღსაზრდელთა რეალური შესაძლებლობების განსაზღვრის უნარი;
აღსაზრდელთა ტიპური სიძნელეების გათვალისწინების უნარი;
ფსიქოლოგიურ-პედაგოგიური ცოდნის გამოყენების უნარი;
საკუთარი ემოციური მდგომარეობის მართვის უნარი;
აღსაზრდელის სუსტად განვითარებული პიროვნული თვისებების სტიმულირების უნარი.

სამუშაო დატვირთვა: 09:30 საათიდან 17:00 საათამდე (შაბათ-კვირის გარდა).

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: career@buckswood.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "სკოლამდელი აღზრდის ცენტრის პედაგოგი".

"ბაქსვუდის სკოლა" მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის!
ბეჭდვა
© 2019  aris.ge