სპეც. პედაგოგის დამხმარე შრომითი თერაპიის განხრით, თბილისი

ორგანიზაცია: კავშირი – ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება
ბოლო ვადა: 15.10.2019
 
კავშირი "ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება" აცხადებს კონკურსს სპეციალური პედაგოგის დამხმარის (შრომითი თერაპიის განხრით) ერთი ვაკანტური ადგილის დასაკავებლად დღის ცენტრის ზრდასრულთა ჯგუფში.

შშმ პირთა (ზრდასრულები) დღის ცენტრის მიზანია: ბენეფიციართათვის დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო-უნარ ჩვევების გამომუშავება, პროფესიული და წინარე პროფესიული უნარების გაუმჯობესებებში დახმარება შრომითი თერაპიის და არტ თერაპიის გამოყენებით.

სპეც. პედაგოგის(შრომა თერაპიის განხრით)ძირითადი ფუნქცია მოვალეობებია:
შეასწავლოს ბენეფიციარებს სხვადასხვა სახის ხელსაქმე (გობელენი, თექაზე მუშაობა, დეკუპაჟი, კვილინგი, ქსოვა, კერვა, ქარგვა, თიხაზე მუშაობა, ხატვა, ძერწვა, მინანქარზე მუშაობა და სხვ.) სასურველია რამდენიმე ერთდროულად;
ბენეფიციარებთან ერთდ შექმნან სხვადასხვა თემატიკის ხელნაკეთი ნივთები გამოფენა-გაყიდვებისათვის;
მოიძიოს ახალი მასალები, კრეატიული იდეები მუშაობის სილაბუსის შესადგენად;
ცენტრის ინტერდისციპლინარულ გუნდთან შეთანხმებით მოარგოს ბენეფიციარების შესაძლებლობებს მუშაობის გეგმა და განახორციელოს სხვადასხვა ტიპის ხელსაქმის აქტივობები მისი გამოცდილების და კვალიფიკაციის მიხედვით;
მონაწილეობა მიიღოს ბენეფიციარის ინდივიდუალური საგანმანათლებლო გეგმის (ისგ) შექმნასა და განხორციელებაში;
წარადგინოს ჩატარებული სამუშაოს ყოველდღიური და ყოველთვიური ანგარიში პროგრამულ მენეჯერთან;
მონაწილეობა მიიღოს ცენტრის ან მის ფარგლებს გარეთ სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზებასა და განხორციელებაში. (გამოფენა-გაყიდვები, სოლიდარობის აქციები და სხვა მსგავსი სახის ღონისძიებები)
ცენტრში ყოფნისას თვალყური ადევნოს ბენეფიციარებს და იზრუნოს მათ უსაფრთხოებაზე;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება;
სასურველია პედაგოგიური სწავლების გამოცდილება;
სასურველია შშმ პირებთან მუშაობის გამოცდილება;
სასურველია ხელოვნების კუთხით მუშაობის გამოცდილება;
კომპიუტერული პროგრამების ცოდნა ( MS Word, exel, Pow
er Point, Outlook.)
ენები : ქართული, რუსული, ინგლისური (სასურველია)

პიროვნული მახასიათებლები:
კეთილსინდისიერი, ინიციატივისა და ანალიტიკური აზროვნების მქონე;
პიროვნული განვითარებისაკენ სწრაფვა;
ურთიერთობების დამყარების და გუნდური მუშაობის უნარი;
კრეატიულობა;
მოტივირებულობა;
პუნქტუალურობა;
კომუნიკაბელურობა;
პასუხისმგებლობის გრძნობა;

შერჩევის კრიტერიუმები:
საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობა;
სამუშაო გამოცდილება;
მოტივაცია;
პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობა;
შერჩევა იწარმოებს ორ ეტაპად;
ელ. ფოსტაზე მიღებული ინფორმაციის განხილვა - შერჩევა.
გასაუბრება.

განმცხადებელმა ორგანიზაციას ელ. მისამართზე უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
რეზიუმე CV
სამოტივაციო წერილი

განცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 15.10.2019

განცხადება წარმოდგენილი უნდა იყოს ელ. მისამართზე dcfs.georgia@gmail.com და "subject" ველში აუცილებლად მითითებული უნდა იყოს ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
ბეჭდვა
© 2019  aris.ge