ასისტენტ-მასწავლებელი, თბილისი

ორგანიზაცია: ბრიტანულ-ქართული აკადემია
ბოლო ვადა: 15.10.2019
 
"ბრიტანულ-ქართული აკადემია" 2019 წლის ოქტომბრისთვის აცხადებს ასისტენტ-მასწავლებლის ვაკანსიას.

ძირითადი მოვალეობები:
მასწავლებლების აქტიური მხარდაჭერა სამუშაო პროცესში და მოსწავლეთა აკადემიურ და სოციალურ განვითარებაზე ზრუნვა, ასევე, მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
მოსწავლეთა მომზადება საგაკვეთილო პროცესისთვის და მასწავლებლებთან აქტიური თანამშრომლობა გაკვეთილის წარმართვის პროცესში.
მუდმივი კომუნიკაციისა და უკუკავშირის უზრუნველყოფა კლასის მენტორთან.
პოზიტიური, სასწავლო გარემოს შექმნა და მოსწავლეების აკადემიურ და სოციალურ განვითარებაზე ზრუნვა.
მშობლებთან კომუნიკაცია მოსწავლეთა აკადემიური პროგრესისა და სხვა სასწავლო საკითხების შესახებ.
აკადემიის პროფესიული განვითარების პროგრამებში აქტიური ჩართულობა.

სავალდებულო კვალიფიკაცია და უნარები:
უმაღლესი განათლება შესაბამის დარგში;
სასურველია ასისტენტად/მასწავლებლად მუშაობის გამოცდილება;
კლასის მართვისა და სწავლების თანამედროვე მეთოდების ცოდნა;
კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
ინგლისური ენის ცოდნა სასურველია.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნოს cv ელექტრონულ ფოსტაზე: bga@bga.ge არაუგვიანეს 2019 წლის 15 ოქტომბრისა. სათაურში, გთხოვთ, მიუთითოთ "ასისტენტ-მასწავლებელი".

გასაუბრებაზე დაბარებულნი იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები.
ბეჭდვა
© 2019  aris.ge