აკადემიური პროცესის მართვის სამსახურის მენეჯერი, თბილისი

ორგანიზაცია: ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი GAU
ბოლო ვადა: 26.10.2019
ხელფასი: 800 ლარი
 
"ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას აკადემიური პროცესის მართვის სამსახურის მენეჯერის სრულგანაკვეთიან პოზიციაზე.

აკადემიური პროცესის მართვის სამსახურის მენეჯერის ძირითადი მოვალეობაა შპს "ქ-ა უნივერსიტეტის" უცხოელ სტუდენტთა კოორდინაცია და სასწავლო პროცესის მხარდაჭერა-უზრუნველყოფა

ფუნქციები:
სტუდენტთა პირადი ფაილების შექმნა, განახლება, ხელშეკრულებების გაფორმება;
სტუდენტთა მონაცემთა ელ. ბაზის შევსება, კონტროლი, განახლება;
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სტუდენტთა ელ. ბაზის შევსება/განახლება;
სტუდენტთა აკადემიური მოსწრების ელ.ბაზის განახლება/შევსება;
სასწავლო პროცესის ცხრილის შედგენა/მონიტორინგი;
საგამოცდო პროცესების მიმდინარეობის კონტროლი;
ნიშნის ფურცლების შევსება(სემესტრული და კუმულაციური);
​სტუდენტსა და დეკანს შორის ურთიერთობების რეგულირება;
სტუდენტთა, მშობელთა და ლექტორთა ინფორმირება უნივერსიტეტის სასწავლო და ადმინისტრაციული პროცესების, სიახლეების, ცვლილებების და ა.შ. შესახებ;
ლექტორთა სატაბელო უწყისების მონიტორინგი;
დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების ზედამხედველობა;
პერიოდული (ან მოთხოვნისამებრ) ანგარიშგებების უზრუნველყოფა;
სტატისტიკის დეპარტამენტთან სტუდენტთა ბაზასთან დაკავშირებით ურთიერთობა;
სხვა უნივერსიტეტიდან მობილობის წესით გადმოსვლის მსურველ სტუდენტთა დოკუმენტების ადმინისტრირება (დოკუმენტაციის შეგროვება, თავსებადობის გაკეთება, ტესტირების უზრუნველყოფა);
სასწავლო პროცესის (მეცადინეობების) მსვლელობის ზედამხედველობა და სილაბუსებთან შესატყვისობის შეფასება;
სკოლების აკადემიური პროცესის მართვის მენეჯერებთან საქმიანობის კოორდინაცია;
სტუდენტთა დოკუმენტების (ბრძანებების, კურსდამთავრებულთა საკვალიფიკაციო ოქმების, სტუდენტთა ხელშეკრულების სარეგისტრაციო ჟურნალის, სტუდენტთა დეკანის სახელზე შემოსული განცხადებების ელ ჟურნალში რეგისტრაცია);
ყოველთვიური ანგარიშგება ბუღალტერთან ლექტორთა ხელფასებთან დაკავშირებით;
სტუდენტებისათვის ინვოისების გამოწერა, კონტროლი და პერიოდული ანგარიშგება ბუღალტერთან;
კურსდამთავრებულთა ნიშნის ფურცლის მომზადება დანართის ფორმისათვის;
დიპლომის დანართის შევსება, წარმოება რეგისტრაცია;
სილაბუსების კონტროლი და მონიტორინგი;
დიპლომების რეგისტრაცია, გაცემა;

მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება;
ინგლისური და რუსული ენის გამართულად ცოდნა (წერა, კითხვა, მეტყველება);
სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
ასაკი: 27 წლიდან;

ხელფასი: 800 ლარი
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00 საათამდე, შაბათი შეთანხმებით;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV თანდართული ფოტოთი (ფოტოს გარეშე CV არ განიხილება) ელფოსტაზე: Vacancy@gau.ge.
გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გასაუბრება დაენიშნებათ მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. დამატებითი გასაუბრება დაინიშნება ინგლისურ ენაში.
ბეჭდვა
© 2019  aris.ge