IB PYP მასწავლებელი, თბილისი

ორგანიზაცია: ევროპული სკოლა
ბოლო ვადა: 11.11.2019
 
ევროპული სკოლა აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო ბაკალავრიატის დაწყებითი საფეხურის პროგრამის (IB PYP) მასწავლებლის თანამდებობაზე.

თანამდებობის მიზანი: PYP კლასებში გაკვეთილების ჩატარება და კომპეტენციის ფარგლებში სილაბუსით გათვალისწინებული მიზნების მიღწევის უზრუნველყოფა.

ფუნქცია-მოვალეობები:
სასწავლო პროგრამის მიზნების/ინდიკატორების შესაბამისი სასწავლო პროცესის დაგეგმვა და წარმართვა ტრანსდისციპლინარული სწავლების მეთოდით; კომპეტენციის ფარგლებში უსაფრთხო და მოსწავლის ინტერესებს მორგებული სასწავლო გარემოს შექმნა;
გაკვეთილების დაგეგმვა, ჩატარება და საგაკვეთილო პროცესის მართვა;
სასწავლო პროგრამის შესაბამისი მეთოდების გამოყენება; მოსწავლეთა ასაკობრივი და სხვა ინდივიდუალური თავისებურებებიდან გამომდინარე, სასწავლო მეთოდების შერჩევა და სასწავლო პროცესის წარსამართად მათთვის აუცილებელი რესურსების მიწოდება;
მოსწავლეთა მოტივაციასა და ჩართულობაზე ზრუნვა; ნებისმიერი პრობლემის/შეფერხების შემთხვევაში დროული რეაგირება; დამრიგებლის, დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მშობლის ან სხვა პასუხისმგებელი პირის ინფორმირება;
საჭიროებისამებრ მოსწავლეთა ცოდნის შეფასების მიზნით შემაჯამებელი, სადიაგნოსტიკო და სხვა სახის ტესტების მომზადება; ტესტის შედეგების ანალიზი, რეფლექსია, მოსწავლეებისთვის დროული, კონსტრუქციული განმავითარებელი უკუკავშირის მიწოდება და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა; მოსწავლეთა ტესტების/ნამუშევრების შენახვა სკოლაში დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
სასწავლო პროგრამით/სილაბუსით გათვალისწინებული მიზნების შესრულების მონიტორინგი და შეფერხების შემთხვევაში დროული რეაგირება;
საჭიროებისამებრ მოსწავლეებისთვის დამატებითი გაკვეთილების ჩატარება;
საჭიროებისამებრ კლასგარეშე სახელმძღვანელოებისა და ლიტერატურის შერჩევა, დამოწმება და მოსწავლეებისთვის დროული მიწოდების უზრუნველყოფა;
იმ კლასგარეშე აქტივობების დაგეგმვა, შესრულება და განხორციელება, რომლებიც ხელს უწყობს სილაბუსით გათვალისწინებული პროგრამის შესწავლას;
მშობელთა კრებებზე დასწრება, კრებებისთვის შესაბამისი რეპორტების მომზადება; საჭიროებისამებრ მშობლებთან მოსწავლეთა აკადემიური მდგომარეობის ინდივიდუალური განხილვა;
ელექტრონული ჟურნალის წარმოება: საშინაო დავალებების შეტანა, საჭიროების შემთხვევაში თითოეულ მოსწავლეზე რეპორტების დაწერა, მოსწავლეთა დასწრების აღრიცხვა;
კოორდინატორის ინფორმირება სასწავლო გეგმის მიმდინარეობისა და შესრულების შესახებ;
დეპარტამენტის საქმიანობაში აქტიური მონაწილეობის მიღება; პროფესიული სიახლეების მუდმივი გაცნობა-ათვისება;
საჭიროებისამებრ/ სემესტრში ერთხელ კოორდინატორის ინფორმირება გაწეული საქმიანობის შესახებ;
საგნის პორტფოლიოს წარმოება;
კომპეტენციის ფარგლებში მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე ზრუნვა, მათი უფლებების შესახებ ინფორმირება;
კომპეტენციის ფარგლებში უშუალო უფროსის სხვა დავალებების შესრულება.

კვალიფიკაცია:
განათლება: ბაკალავრის ხარისხი სასურველია პედაგოგიურ მეცნიერებებში;
გამოცდილება: პედაგოგად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;

ცოდნა, უნარები, და სხვა შესაძლებლობები:
კანონი "ზოგადი განათლების შესახებ";
მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი;
ბავშვის უფლებათა კონვენცია;
​IB-ის ფილოსოფიის ცოდნა;
​IB-ის ტექნოლოგიებისა და მეთოდიკის ცოდნა;
ინგლისური ენის კარგად ცოდნა;
სასურველია სხვა უცხო ენის ცოდნა.
კომპიუტერული პროგრამები: MS Office, Outlook

პიროვნული მახასიათებლები:
კომუნიკაბელურობა;
ორგანიზებულობა;
პუნქტუალურობა;
დეტალებზე ორიენტირებულობა;
კრეატიულობა;
თვითგანვითარებისთვის მზაობა;
სტრესის მართვის უნარის ფლობა;
გუნდური მუშაობის უნარის ფლობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@europeanschool.ge 2019 წლის 11 ნოემბრამდე.

გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
ბეჭდვა
© 2019  aris.ge