აკადემიური თანამდებობები, თბილისი

ორგანიზაცია: გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
ბოლო ვადა: 03.12.2019
 
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორის, ასისტენტის აკადემიურ თანამდებობაზე, მედიცინის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა, სამართლის, ბიზნესისა და მართვის სკოლებში საგანმანათლებლო-სამეცნიერო პროგრამების განხორციელებისათვის, შემდეგი მიმართულებებით:

მედიცინის სკოლა:
პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული (თერაპიული სტომატოლოგია)
ასოცირებული პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული (ნევროლოგია)
ასისტენტ-პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული (პაროდონტოლოგია)
პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული (სამედიცინო ფიზიკა და ბიოფიზიკა) (ინგლისურენოვანი პროგრამა)
ასოცირებული პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული (ნეიროქირურგია) (ინგლისურენოვანი პროგრამა)
ასოცირებული პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული (მიკრობიოლოგია, ვირუსოლოგია, იმუნოლოგია) (ინგლისურენოვანი პროგრამა)
ასისტენტ-პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული (რადიოლოგია) (ინგლისურენოვანი პროგრამა)
ასისტენტი - ერთი საშტატო ერთეული (ქირურგია) (ინგლისურენოვანი პროგრამა)
ასისტენტი - ერთი საშტატო ერთეული (ნევროლოგია) (ინგლისურენოვანი პროგრამა)
ასისტენტი-ერთი საშტატო ერთეული (მიკრობიოლოგია, ფარმაკოლოგია) (ინგლისურენოვანი პროგრამა).

ბიზნესისა და მართვის სკოლა:
პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული - ეკონომიკა (ეკონომიკური თეორია და ისტორია)
პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული - ეკონომიკა (ეკონომიკური თეორია და პოლიტიკა) (ინგლისურენოვანი პროგრამა)
ასოცირებული პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული (ტურიზმი).

ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა:
პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული (ფსიქოლოგია)
პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული (კლინიკური ფსიქოლოგია).

სამართლის სკოლა: პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული (კერძო სამართალი).

ბათუმის წარმომადგენლობისათვის:

ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა: პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული - ინგლისური ენა.

1. პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე, 7 წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნას დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, არანაკლებ 6 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილებით.
2. ასოცირებული პროფესორების თანამდებობაზე, 7 წლის ვადით, შეიძლება არჩეულ იქნას დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, არანაკლებ 3 წლის სამეცნიერო - პედაგოგიური გამოცდილებით.
3. ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნას დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი 4 წლის ვადით.
4. ასისტენტის აკადემიურ თანამდებობზე შეიძლება არჩეულ იქნას დოქტორანტი 3 წლის ვადით.

პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორის, ასისტენტის აკადემიური თანამდებობის დაკავება, ღია კონკურსის წესით შესაძლებელია, ასევე პროფესიული ნიშნით. პროფესიული ნიშნით აკადემიურ თანამდებობებზე ასარჩევად კანდიდატმა უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები/კრიტერიუმები: პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნას პირი, რომელსაც აქვს შესაბამის დარგში/სფეროში წამყვან პოზიციებზე მუშაობის, არანაკლებ, 6 წლის, ხოლო ასოცირებულ პროფესორად-პროფესიულ სფეროში მუშაობის, არანაკლებ, 5 წლის გამოცდილება. ორივე შემთხვევაში მათი კვალიფიკაცია უნდა დასტურდებოდეს სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. ასისტენტ-პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნას პირი, რომელსაც აქვს შესაბამის დარგში/სფეროში მუშაობის არანაკლებ 4 წლის გამოცდილება და მისი კვალიფიკაცია დასტურდება სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. ასისტენტად შეიძლება არჩეულ იქნას პირი, რომელსაც აქვს შესაბამის დარში/სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება.

შესარჩევი კონკურსი წარიმართება წარმოდგენილი დოკუმენტების ანალიზისა და გასაუბრების საფუძველზე.

პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორის, ასისტენტის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე.

აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებმა უნდა დააკმაყოფილონ შემდეგი კრიტერიუმები/ინდიკატორები:
სამეცნიერო აკადემიური ხარისხი;
სამუშაო გამოცდილება;
თემის ხელმძღვანელობა/ოპონენტობა;
ადმინისტრაციულ/აკადემიურ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება;
დამატებითი აკადემიური პასუხისმგებლობა/ფუნქცია;
პროფესიული განვითარება;
კვლევა/მონოგრაფია/სახელმძღვანელო;
საერთაშორისო აკადემიურ/სამეცნიერო ფორუმებში მონაწილეობა;
საერთაშორისო აკადემიური ორგანიზაციის წევრობა;
სახელისუფლებო დროებითი/მუდმივმოქმედი კომისიების მუშაობაში მონაწილეობა
ციტირება.

კონკურსანტთა მონაცემების განხილვის დროს, უპირატესობა მიენიჭება იმ პირებს, რომლებიც განაცხადებენ თანხმობას, უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ.

პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორის და ასისტენტის თანამდებობაზე კანდიდატების შესაბამისობის დადგენის/განსაზღვრის მიზნით, კონკურსანტებმა უნდა წარმოადგინონ:

განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
პირადობის მოწმობის ასლი;
ავტობიოგრაფია - CV (ელექტრონული ვერსია), შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტების დანართით;
ორი ფოტოსურათი;
განათლების, შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლი; (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
სამეცნიერო შრომების ნუსხა - უნივერსიტეტის ფორმით
განხორციელებული საგრანტო/კვლევითი პროექტების ანოტაცია;
პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად არანაკლებ 6 წლის პედაგოგიური და სამეცნიერო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი
ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად არანაკლებ 3 წლის პედაგოგიური და სამეცნიერო მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ინგლისურენოვანი პროგრამისთვის ), რომელიც უზრუნველყოფს სალექციო კურსის სრულყოფილად წარმართვას.

დოკუმენტების წარდგენის ვადა განისაზღვრება 2019 წლის 25 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით.
შედეგები გამოქვეყნდება 2019 წლის 10 დეკემბერს, უნივერსიტეტის ვებ გვერდზე: www.gruni.edu.ge

საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში, ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 10 საათიდან 18 საათამდე, მისამართზე: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კილომეტრი, ირინა ენუქიძის 3.

საკონტაქტო ტელეფონი: 2 38 44 06/118
ელ ფოსტა: info@gruni.edu.ge | n.kubaneishvili@gruni.edu.ge
ბეჭდვა
© 2019  aris.ge