სტაჟიორი - დაწყებითი საფეხური, თბილისი

ორგანიზაცია: ათასწლეულის სკოლა
ბოლო ვადა: 20.11.2019
 
ათასწლეულის სკოლა აცხადებს კონკურსს დაწყებითი საფეხურის კლასებში სტაჟიორის პოზიციაზე.

მუშაობის პერიოდში სტაჟიორი გაეცნობა სკოლის კულტურას და დამრიგებლებთან ერთად ჩაერთვება დაწყებითი კლასების სამუშაო პროცესში, სადაც მას საშუალება ექნება გამოავლინოს და განავითაროს საკუთარი შესაძლებლობები.

სტაჟირების დასრულებისთანავე, კანდიდატი განიხილება 2020-2021 სასწავლო წლის დამრიგებლის და/ან დაწყებით საფეხურზე საგნის (ქართული/მათემატიკა/ბუნებისმეტყველება) მასწავლებლის პოზიციაზე.

სტაჟირების პერიოდი: 9 იანვრიდან 15 ივნისის ჩათვლით
სტაჟიორის სამუშაო გრაფიკი: კვირაში მინიმუმ 15 საათი
პირობები: ტრანსპორტირების და კვების თანხას სკოლა ანაზღაურებს.

სტაჟირების ფარგლებში, სტაჟიორი:
კლასის დამრიგებელთან ერთად იმუშავებს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტის დაგეგმვასა და განხორციელებაზე;
კლასის მასწავლებლებთან ურთიერთობა და მათთან ერთან კლასის თითოეული მოსწავლის აკადემიურ და სოციალურ განვითარებაზე ზრუნვა;
სადამრიგებლო საათის დროს მოსწავლეების თვითრეგულაციის უნარებზე მუშაობა და დავალებების შესრულების კოორდინირება;
პროფესიული განვითარების მიზნით, სტაჟიორს შეეძლება კათედრების შეხვედრებზე დასწრება და მასწავლებლებთან თანამშრომლობით რამდენიმე გაკვეთილის დაგეგმვა/ ჩატარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ბაკალავრიატის დიპლომი, ან ბაკალავრიატის ბოლო კურსი. სასურველია განათლება დაწყებითი სკოლის პედაგოგიკის, ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკის, ბუნებისმეტყველების მიმართულებით.
ინგლისური ენის ცოდნა
პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება, მათ შორის არაფორმალურ განათლებაში (სასურველი)

დაინტერესებულმა კანდიდატებმა თქვენი რეზიუმე გადმოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@millennium-school.org

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს არაუგვიანეს 30 ნოემბრისა.

საბუთების მიღება მიმდინარეობს 20 ნოემბრის ჩათვლით.
ბეჭდვა
© 2019  aris.ge