კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად, თბილისი

ორგანიზაცია: ევროპის უნივერსიტეტი
ბოლო ვადა: 22.11.2019
 
ევროპის უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს მედიცინის ფაკულტეტის ქართულენოვანი სტომატოლოგიის და ინგლისურენოვანი სტომატოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში - პროფესორის,  ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ- პროფესორის, ასისტენტის ვაკანტური აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:

სტომატოლოგიის ქართულენოვანი პროგრამა:
პროფესორი - 1 ვაკანსია
ასოც. პროფესორი - 4 ვაკანსია
ასისტ. პროფესორი - 3 ვაკანსია
ასისტენტი - 1 ვაკანსია

სტომატოლოგიის ინგლისურენოვანი პროგრამა:
პროფესორი - 1 ვაკანსია
ასოც. პროფესორი - 4 ვაკანსია
ასისტ. პროფესორი - 3 ვაკანსია
ასისტენტი - 1 ვაკანსია

საკონკურსო (საკვალიფიკაციო) მოთხოვნები:
პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად  (აკადემიური ნიშნით):
დოქტორის აკადემიური ხარისხი ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი;
სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება - უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანაკლებ 6 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
შესაბამისი სასწავლო კურსების თემატიკის მიმართულებით გამოქვეყნებული (ბოლო 5 წლის განმავლობაში) სამეცნიერო პუბლიკაციების ავტორობა/თანაავტორობა;
 შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების და სასწავლო კურსის საგანმანათლებლო პროგრამის (სილაბუსის) ხედვა.
 ასოცირებული პროფესორის აკადემიური  თანამდებობის დასაკავებლად (აკადემიური ნიშნით):
დოქტორის აკადემიური ხარისხი ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი;
სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება - ავტორიზებული, ან მასთან გათანაბრებული სტატუსის მქონე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანაკლებ 3 წლის მუშაობის გამოცდილება;
შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით გამოქვეყნებული (ბოლო 5 წლის განმავლობაში) სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;
შესაბამისი სასწავლო კურსის საგანმანათლებლო პროგრამის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება.

ასისტენტ-პროფესორის აკადემიური  თანამდებობის დასაკავებლად (აკადემიური ნიშნით):
დოქტორის აკადემიური ხარისხი ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი;
შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით გამოქვეყნებული (ბოლო 5 წლის განმავლობაში) სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;
 შესაბამისი სასწავლო კურსის განხორციელების ხედვა.
ასისტენტის  აკადემიური  თანამდებობის დასაკავებლად (აკადემიური ნიშნით):
მოქმედი სადოქტორო პროგრამის დოქტორანტის სტატუსი საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ან - შესაბამისი აღიარების დოკუმენტის წარმოდგენის პირობით - უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

დამატებითი მოთხოვნები:
შესაბამის დარგში პრაქტიკული გამოცდილება;
სამეცნიერო კონფერენციებში/სემინარებში მონაწილეობა;
სამეცნიერო სტიპენდიები და გრანტები;
პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა;
 სამეცნიერო რეფერირებად ჟურნალში გამოქვეყნებული სტატიები;
სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომების ხელმძღვანელობა;
დასრულებული კვლევითი პროექტები;
რედაქტორობა;
გამოცემული მონოგრაფიები და სახელმძღვანელოები;
კვალიფიკაციის ამაღლება.

საკონკურსო დოკუმენტაცია:
კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია საბუთების წარმოდგენის ეტაპზე კომისიას წარმოუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
განაცხადი კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შესაბამისი დარგისა და აკადემიური თანამდებობის მითითებით (განაცხადის წარდგენა ხდება ადგილზე, საქმისწარმოების სამსახურში ან ელექტრონულად  info@eu.edu.ge);
ავტობიოგრაფია (CV) (ელექტრონული ან/და ბეჭდვითი ფორმით);
პირადობის დამადასტურებელი მოწმობის, კვალიფიკაციის დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტის/დოკუმენტების, პროფესიული და პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები, სამეცნიერო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები/დოკუმენტის ასლები, სახელმწიფო სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
საკონკურსო თანამდებობის/დარგის ადექვატური სამეცნიერო ნაშრომები, ან მათი ასლები (გამოქვეყნებული ბოლო 5 წლის განმავლობაში);
პროფსიული ნიშნით აკადემიური თანამდებობის დაკავების შემთხვევაში კონკურსანტი ვალდებულია დოკუმენტალურად დაასაბუთოს საკონკურსო განაცხადით მოთხოვნილი ინფორმაცია;
კონკურსის დამატებით კრიტერიუმებთან კონკურსანტის შესაბამისობის დამადასტურებელი ინფორმაცია/დოკუმენტაცია (არსებობის შემთხვევაში).


კონკურსი ჩატარდება ევროპის უნივერსიტეტის „აკადემიური და მოწვეული პერსონალის საკვალიფიკაციო მოთხოვნების და არჩევის წესის“  შესაბამისად და მოიცავს ორ ეტაპს:
პირველი ეტაპი - კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი საბუთების გადარჩევა-შეფასება.
მეორე ეტაპი - საჩვენებელი ლექციის ჩატარება.

კონკურსის ვადები:
კონკურსი გამოცხადებულია 2019 წლის 21 ოქტომბრიდან;
აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2019 წლის 22  ნოემბრიდან 30 ნოემბრის  ჩათვლით;
კონკურსის პირველი ეტაპი ჩატარდება  არაუგვიანეს 2019 წლის 6 დეკემბრისა;
კონკურსის მეორე ეტაპი ჩატარდება არაუგვიანეს 2019  წლის 13 დეკემბრისა;
კონკურსის შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს 2019  წლის 20 დეკემბრისა;
დაინტერესებულმა პირებმა საკონკურსო დოკუმენტაციის პაკეტი უნდა წარადგინონ უნივერსიტეტის საქმისწარმოების სამსახურში 2019 წლის 22 ნოემბრიდან 30  ნოემბრის ჩათვლით.

საკონტაქტო ინფორმაცია კონკურსანტებისათვის
კონკურსანტთა განაცხადების მიღებას, რეგისტრაციას, ასევე კონკურსანტთა კონსულტირებას უზრუნველყოფს ევროპის უნივერსიტეტის საქმისწარმოების სამსახური.

საკონტაქტო რეკვიზიტები: თბილისი, სარაჯიშვილის N17; დ. გურამიშვილის გამზ. N76.  info@eu.du.ge
ტელ: 032 2141 181; 032 2000 171.
ბეჭდვა
© 2019  aris.ge