მოწვეული სპეციალისტი, თბილისი

ორგანიზაცია: უმაღლესი სასწავლებელი ჯორჯია
ბოლო ვადა: 19.12.2019
 
უმაღლესი სასწავლებელი ჯორჯია აცხადებს კონკურსს მოწვეული სპეციალისტის თანამდებობების დასაკავებლად.

მოწვეულ პერსონალს წარმოადგენენ სასწავლო ან/და სამეცნიერო-კვლევით პროცესში მონაწილეობის ან/და ამ პროცესის წარმართვის მიზნით მოწვეული შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტები.

მოწვეული სპეციალისტი არის დოქტორის აკადემიური ხარისხის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი ან სხვა კვალიფიციური პირი, რომელიც არის სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიურ თანამდებობაზე არჩეული პირი ან გააჩნია შესაბამისი კვალიფიკაცია, პროფესიული გამოცდილებითა და სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით.

მოწვეული სპეციალისტის არჩევა ხდება ღია კონკურსის საფუძველზე, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს.

კონკურსი ცხადდება შემდეგ სპეციალობებზე:

მიმართულება - ბიზნესის ადმინისტრირება

1. დარგი/სპეციალობა - მარკეტინგი
მოწვეული სპეციალისტი - 2 საშტატო ერთეული

2. დარგი/სპეციალობა - ფინანსები
მოწვეული სპეციალისტი - 1 საშტატო ერთეული

3. დარგი/სპეციალობა - მენეჯმენტი
მოწვეული სპეციალისტი - 2 საშტატო ერთეული

კონკურსის ჩატარების პირობები:

მოწვეული პერსონალის თანამდებობაზე შეიძლება შერჩეულ იქნეს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირი.

შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია, რაც დასტურდება: აკადემიური/სამეცნიერო ხარისხით ან/და პროფესიული გამოცდილებით (მინიმუმ 3-წლიანი პრაქტიკით) ან/და სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით.

კონკურსში გამარჯვებული კანდიდატების შრომის ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება ურთიერთშეთანხმებით.

მოწვეული პერსონალის თანამდებობაზე არჩევა ხდება 3 წლის ვადით.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
კონკურსანტის ანკეტა;
შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები. ასევე უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლები
შესაბამის სფეროში სამეცნიერო - პედაგოგიური მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი (დოკუმენტები)
სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი (ბოლო 10 წლის განმავლობაში, წლების მითითებით);
ელექტრონული და ნაბეჭდი ფორმით შესაბამისი სალექციო კურსის (კურსების) სილაბუსი (სილაბუსები);
ბოლო პუბლიკაციის/ნაშრომის/წიგნის/მონოგრაფიის ეგზემპლარები ან ასლები;
2 ფოტოსურათი ¾-ზე; ელექტრონული CD დისკზე;
პირადობის მოწმობის ასლი;

საბუთების მიღება იწარმოებს შპს უმაღლეს სასწავლებელ ჯორჯიაში 2019 წლის 19 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით, მისამართზე ქ. თბილისი, ჯურხა ნადირაძის ქ. №46, ტელ. 2 36-91-60.

კონკურსი ტარდება ორ ეტაპად:
პირველი ეტაპი - საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით საბუთების გაცნობა/შესწავლა;
მეორე ეტაპი - გასაუბრება/ლექცია;

კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2019 წლის 27 დეკემბერს.
ბეჭდვა
© 2019  aris.ge