წინასასკოლო მოსამზადებელი ცენტრის მასწავლებელი, რუსთავი

ორგანიზაცია: თბილისის მწვანე სკოლა
ბოლო ვადა: 22.11.2019
 
"მწვანე სკოლა" იწყებს მასწავლებელთა შერჩევას წინასასკოლო მოსამზადებელი ცენტრისთვის (ბაღი, ფრესქული) ქ. რუსთავში.

თუ გიყვართ ბავშვებთან ურთიერთობა, ადვილად შეგიძლიათ მათთან დამეგობრება, თამაში, სახალისო აქტივობების მოფიქრება და მზად ხართ პატარებთან ერთად გაატაროთ დღე, გამოგვიგზავნე რეზიუმე და შემოუერთდი მწვანე სკოლის გუნდს!

შერჩეული კანდიდატები გადამზადებას გაივლიან თბილისის "მწვანე სკოლაში".

წინასასკოლო მოსამზადებელი ცენტრის მასწავლებელი და მასწავლებლის დამხმარე

კვალიფიკაცია:
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება ბავშვებთან ჩაითვლება უპირატესობად

უნარ-ჩვევები:
პასუხისმგებლობის გრძნობა
ორგანიზებულობა
კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი
კრეატიულობა
გუნდური მუშაობის უნარი
შემოქმედებითი უნარები (ხატვა, ძერწვა, მუსიკალური ინსტრუმენტის ფლობა) ჩაითვლება უპირატესობად

სამუშაო ადგილი: რუსთავი

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად: პირველ ეტაპზე შერჩევა მოხდება CV-ის საფუძველზე, მეორე ეტაპზე ჩატარდება გასაუბრება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: n.gogilidze@gmail.com
ბეჭდვა
© 2019  aris.ge