გრაფიკული პროგრამების სპეციალისტი-პედაგოგი, თბილისი

ორგანიზაცია: VIP Intellect Group
ბოლო ვადა: 09.11.2019
 
შპს ,,VIP Intellect Group“ მოთხოვნილების გაზრდასთან დაკავშირებით ესაჭიროება გრაფიკული პროგრამების პრაქტიკოსი სპეციალისტი-პედაგოგი, რომელიც აგრეთვე იმუშავებს, ჩვენთან არსებულ ვებ სტუდიაში შემოსული შეკვეთების დროს, ლოგოტიპების დამუშავებასა და ვებ გვერდების დიზაინის შექმნაზე.

აუცილებელი მოთხოვნა:
ჩამოთვლილი პროგრამების პროფესიონალურ დონეზე ცოდნა:
Adobe Photoshop; CorelDRAW;  Adobe Illustrator; In Design;
Autodesk 3Ds Max;

მსურველმა უნდა წარმოგვიდგინოს სასწავლო პროგრამა ისე, რომ ლექციები მოიცავდეს 50%/50% თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებს, რათა კურსის დამთავრების შემდეგ ჩვენმა მსმენელმა უნდა შეძლოს პრაქტიკულად მისი გამოყენება.

პიროვნული ღირებულებები:
კომპანიის შინაგანაწესის გათავისება და გათვალისწინება
გუნდში მუშაობის უნარი
კეთილგანწყობილი და მეგობრული დამოკიდებულების შენარჩუნება კომპანიის ყველა წევრთან
საკუთარი პროგრამის მუდმივად განვითარება და სიახლეების დანერგვის მოტივაცია

სამუშაო საათები: შეთანხმებით. (კვირაში ორი-სამი დღე)
ანაზღაურება: ყოველი ჯგუფიდან ან შესრულებული შეკვეთებიდან 50%- დარიცხული ხელფასი.

მსურველმა გამოგზავნოს თავისი CV ქართულ ენაზე, სადაც მითითებული იქნება დეტალურად სამუშაო გამოცდილება, ჩვენ თავად დავუკავშირდებით სასურველ კანდიდატებს.
ისეთი პირები, რომლებიც არ აკმაყოფილებენ ზემოთ ჩამოთვლილ პირობებს ნუ გამოგვიგზავნიან თავიანთ მონაცემებს.
მონაცემები გამოგვიგზავნეთ ninovipicg@gmail.com
ბეჭდვა
© 2019  aris.ge