ინგლისურის მასწავლებელი ჩინეთში, თბილისი

ორგანიზაცია: ახალგაზრდა ექსპერტთა ასოციაცია
ბოლო ვადა: 27.11.2019
 
აუცილებელი მოთხოვნები:
უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი, რომლის გაცემიდანაც გასულია მინიმუმ 2 წელი.
ინგლისური ენის საშუალო დონეზე ცოდნა. ( მეტად მნიშვნელოვანია თავისუფლად შეგეძლოთ მარტივი კომუნიკაცია)

ვიზა:
დამსაქმებელი გეხმარებათ სამუშაო ვიზის მიღებაში და უზრუნველჰყოფს ხარჯებს. ჩინეთში ჩასვლისთანავე კი რეგისტრირდებით და არაუგვიანეს ორ თვეში მიიღებთ ბინადრობის უფლებას ერთი წლის ვადით.

სამუშაო პირობები:
სრული განაკვეთი (კვირაში 40 საათი) კვირაში ორი დღე დასვენება.
ანაზღაურება: 1500 დოლარიდან 2000 დოლარამდე.
ჩვენ მაქსიმალურად შვეცდებით შემოგთავაზოთ რაც შეიძლება მაღალანაზღაურებადი შეთავაზებები.

საცხოვრებელი:
დამსაქმებელი უზრუნველგყოფთ კეთილმოწყობილი, კომფორტული ბინით სამსახურთან ახლოს, მაქსიმუმ 10 წუთის სავალზე ფეხით. (სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ აიღოთ საცხოვრებლისთვის გამოყოფილი თანხა და თავად მოძებნოთ ბინა)

მსურველების შერჩევა:
მსურველების შერჩევა მოხდება ორ ეტაპად.
პირველ ეტაპზე გაესაუბრებით ჩვენს წარმომადგენელს რომელიც შეაფასებს თქვენი ინგლისურის დონეს და შესაბამისად განსაზღვრავს შესაძლო ანაზღაურებას(ძალიან ძალიან ცუდ შემთხვევაში მინიმალური ხელფასი იქნება 1300 დოლარი.)
მეორე ეტაპზე კი გექნებათ ონლაინ გასაუბრება უკვე შერჩეულ დამსაქმებლებთან. (აღნიშნული გასაუბრების დეტალებს წინასწარ მოგაწვდით)
ფრენის ხარჯები: ფრენის ხარჯებს თავად უზრუნველჰყოფთ, თუმცა არის გამონაკლისი შემთხვევებიც ( გააჩნია დამსაქმებელს) ასევე შესაძლებელია დამსაქმებელთან მოლაპარაკების შემთხვევაში, ფრენის ხარჯების ანაზღაურება მოხდეს მათი მხრიდან და შემდგომ დაგექვითოთ ხელფასიდან.

დამატებითი ინფორმაცია:
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე. ჩვენ დაკაკავშირებთ ჩვენს წარმომადგენელთან, რომელიც ამჟამად იმყოფება ჩინეთში და მუშაობს აღნიშნულ პოზიციაზე. ( მისგან მიიღებთ დაწვრილებით ინფორმაციას და პატარა ნიუანსიც კი არ დაგრჩებათ გაურკვეველი)

დაგვიკავშირდით: მოგვაწოდეთ თქვენი რზიუმე ელექტრონულ მისამართზე chinawego2019@gmail.com და ჩვენი წარმომადგენელი მაქსიმუმ ორ დღეში დაგიავშირდებათ.
რეზიუმეში აუცილებლად მიუთითეთ თქვენი Wechat (სასურველია თუ დარეგისტრირდებით, რადგან შემდგომ ისედაც დაგჭირდებათ დამსაქმებელთან საკომუნიაციოდ) Viber ან whatsApp

გისურვებთ წარმატებას!
ყურადღება: სამსახურს გიძებნით სრულიად უფასოდ.
ბეჭდვა
© 2019  aris.ge