კომპიუტერული აზროვნების მასწავლებელი/სტაჟიორი, თბილისი

ორგანიზაცია: ათასწლეულის სკოლა
ბოლო ვადა: 20.11.2019
 
ათასწლეულის სკოლა აცხადებს კონკურსს კომპიუტერული აზროვნების მასწავლებლის სტაჟიორის პოზიციაზე.

მუშაობის პერიოდში სტაჟიორი გაეცნობა კომპიუტერული აზროვნების საგანს, გაივლის პროფესიულ პროგრამას სადაც შეიძენს საჭირო ცოდნას კომპიუტერული აზროვნების მიმართულებით, დაესწრება და ჩაატარებს კომპიუტერული აზროვნების გაკვეთილებს.
სტაჟირების დასრულებისთანავე, კანდიდატი განიხილება 2020-2021 სასწავლო წლის კომპიუტერული აზროვნების მასწავლებლის პოზიციაზე.
სტაჟირების პერიოდი: 9 იანვრიდან 15 ივნისის ჩათვლით
სტაჟიორის სამუშაო გრაფიკი: კვირაში დაახლოებით 10-15 საათი

სტაჟირების ფარგლებში, სტაჟიორი:
გაივლის კომპიუტერული აზროვნების პროფესიულ პროგრამას, სადაც გაეცნობა კომპიუტერული აზროვნების საგნის მიზნებს, გამოწვევებს, შეიძენს ცოდნას კომპიუტერულ აზროვნებაზე და მისი სწავლების მეთოდიკაზე.
დაესწრება კომპიუტერული აზროვნების გაკვეთილებს.
პროფესიული განვითარების მიზნით დაესწრება კომპიუტერული აზროვნების კათედრის შეხვედრებს, მასწავლებლებთან თანამშრომლობით დაგეგმავს და ჩაატარებს კომპიუტერული აზროვნების საცდელ გაკვეთილებს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ამ პოზიციაზე მუშაობის დასაწყებად არ არის საჭირო წინარე ცოდნა ან/და სამუშაო გამოცდილება კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით, რადგან საჭირო პროფესიულ უნარებს სკოლის პროფესიული პროგრამის გავლისას შეიძენთ.
ბაკალავრიატის დიპლომი, ან ბაკალავრიატის ბოლო კურსი.
ინგლისური ენის ცოდნა.
სხვადასხვა ტექნოლოგიური და კომპიუტერული საკითხების გაცნობის ინტერესი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა თქვენი რეზიუმე  გადმოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: g.vardiashvili@millennium-school.org
თუ კომპიუტერული აზროვნების საგნის შესახებ კითხვები გაქვთ, მოგვწერეთ ზემოთ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს არაუგვიანეს 30 ნოემბრისა.

საბუთების მიღება მიმდინარეობს 20 ნოემბრის ჩათვლით.
ბეჭდვა
© 2019  aris.ge