დაწყებითი კლასის მასწავლებლის ასისტენტი, თბილისი

ორგანიზაცია: თავისუფალი სკოლა
ბოლო ვადა: 30.11.2019
ხელფასი: 375 ლარი
 
შპს „თბილისის თავისუფალი სკოლა“ აცხადებს ვაკანსიას დაწყებითი კლასის მასწავლებლის ასისტენტის პოზიციაზე.

სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი, 08:45-17:00
ხელფასი: 375 ლარი
ბენეფიტი: ორჯერადი კვება

ფუნქცია-მოვალეობები:
მასწავლებლისთვის ტექნიკური მხარდაჭერის აღმოჩენა და საჭიროების შემთხვევაში გაკვეთილებზე დასწრება
სასწავლო პროცესისთვის საჭირო მასალების ასლების გადაღება და მასწავლებლისთვის მიწოდება
საკლასო ოთახში და სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლეების უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფა, მასწავლებელთან ერთად
მოსწავლეების სასადილოში ჩაყვანის ორგანიზება და მათი მეთვალყურეობა
საჭიროების შემთხვევაში მოსწავლეებისთვის ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის გამოცვლასა და შენახვაში დახმარების აღმოჩენა
მასწავლებლისთვის დახმარების გაწევა მოსწავლეების პირადი საქმეების წარმოებაში
მასწავლებლის დავალების შემთხვევაში მოსწავლეების მშობლებთან კომუნიკაცია მათი ქცევითი და აკადემიური მოსწრების თაობაზე
სხვადასხვა კლასგარეშე აქტივობების შემთხვევაში მოსწავლეების მეთვალყურეობა და მათ უსაფრთხოებაზე ზრუნვა, მასწავლებელთან ერთად

განათლება:
უმაღლესი, ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (სასურველია პედაგოგის კვალიფიკაცია)

გამოცდილება:
სასურველია ზოგადი განათლების სფეროში მუშაობის გამოცდილება.

საკანონმდებლო ბაზა:
ბავშვის უფლებათა კონვენცია

კომპიუტერული პროგრამები:
MS Office, Outlook

პიროვნული უნარ-ჩვევები:
კომუნიკაბელობა
პუნქტუალობა
პასუხისმგებლობის გრძნობა
კეთილგანწყობა
მზრუნველობა
ყურადღებიანობა
მოწესრიგებულობა
შრომისმოყვარეობა

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: carrier@free.edu.ge 2019 წლის 30 ნოემბრამდე.

გთხოვთ, ელექტრონული წერილის სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
ბეჭდვა
© 2019  aris.ge