კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად, თბილისი

ორგანიზაცია: სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი
ბოლო ვადა: 06.12.2019
 
სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი  2019 წლის 04 ნოემბერს აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შემდეგ სპეციალობებზე:

სამართლის ფაკულტეტი
საკონსტიტუციო სამართლის მიმართულება, აფილირების პირობით - პროფესორის ერთი ვაკანტური ადგილი.
სამართლის მეთოდებისა და სამართლის ფილოსოფიის მიმართულება, აფილირების პირობით - პროფესორის ერთი ვაკანტური ადგილი.
კერძო სამართლის მიმართულება, აფილირების პირობით - პროფესორის ერთი ვაკანტური ადგილი.
ინტელექტუალური საკუთრების სამართლის მიმართულება (ფრანგულენოვან პროექტებსა და გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად), აფილირების პირობით - ასოცირებული პროფესორის ერთი ვაკანტური ადგილი.
საგადასახადო სამართლის მიმართულება, აფილირების პირობით - ასისტენტის ერთი ვაკანტური ადგილი.

ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი
შედარებითი პოლიტიკის მიმართულება - ასოცირებული პროფესორის 2 ვაკანტური ადგილი.
სამხრეთ კავკასიის პოლიტიკის კვლევების მიმართულება - ასოცირებული პროფესორის ერთი ვაკანტური ადგილი.
სოციოლოგიის მიმართულება (ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი პროგრამებისთვის) - ასოცირებული პროფესორის ერთი ვაკანტური ადგილი.
სოციოლოგიის მიმართულება - ასოცირებული პროფესორის ერთი ვაკანტური ადგილი.
სოციოლოგიის მიმართულება (ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი პროგრამებისთვის) - ასისტენტ-პროფესორის ერთი ვაკანტური ადგილი.
სოციოლოგიის მიმართულება - ასისტენტ-პროფესორის ერთი ვაკანტური ადგილი.
პოლიტიკის მეცნიერებების მიმართულება - ასისტენტ-პროფესორის ერთი ვაკანტური ადგილი.

თუ კანდიდატები ვერ დააკმაყოფილებენ გამოცხადებულ მოთხოვნებს ისინი ვერ აირჩევიან აკადემიურ თანამდებობებზე.

ძირითადი კრიტერიუმები:
პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე შეიძლება არჩეული იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება;
ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე შეიძლება არჩეული იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო -პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;
ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე შეიძლება არჩეული იქნეს  დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი;
ასისტენტის თანამდებობაზე შეძლება არჩეულ იქნეს დოქტორანტი.

დამტებითი კრიტერიუმები:
სასწავლო კურსის სილაბუსი;
სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილება (გარდა კანონმდებლობით განსაზღვრულისა);
კონფერენციებში/სემინარებში მონაწილეობა;
პროფესიული განვითარება;
სტიპენდიები და გრანტები (ბოლო 5 წლის განმავლობაში);
ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები/პუბლიკაციები;
უცხო ენის (მათ შორის დარგობრივი) ცოდნა;
საინფორმაციო - საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ფლობა;
სასწავლო კურსის კონცეფციის ზეპირი პრეზენტაცია (საჭიროების შემთხვევაში);
გასაუბრება (საჭიროების შემთხვევაში);

კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი აკადემიური თანამდებობისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და წარმოადგინოს:
განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (ივსება ადგილზე);
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობა) ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში - პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი);
ფოტოსურათი (დაბეჭდილი 3×4 -ზე, ელექტრონული - CD მატარებელზე);
ავტობიოგრაფია (CV);
ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების/პუბლიკაციების სია;
კვალიფიკაციის: უმაღლესი განათლების და დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის, სამეცნიერო პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ერთი სასწავლო კურსის სილაბუსი

შენიშვნა: უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის შემთხვევაში ასევე წარსადგენია ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი.

ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორის და ასისტენტის თანამდებობაზე პირები აირჩევიან 4 წლის ვადით.

განსაზღვრულ ვაკანსიებზე წარმოსადგენია შესაბამისი დარგის სასწავლო კურსის სილაბუსი.

დასაქმებულის შრომის ანაზღაურების ოდენობა და გაცემის წესი დადგინდება შესარჩევ კანდიდატთან დამატებითი შეთანხმებით.
კონკურსთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის  მიმართეთ უნივერსიტეტის კანცელარიას (ც. ხითარიშვილი), ტელ: 2422242/101 ელექტრონული ფოსტა info@sabauni.edu.ge

საბუთების მიღება განხორციელდება 2019 წლის 06 დეკემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით სამუშაო დღეებში 10:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე, მისამართი: კ.ქუთათელაძის №3, I სართული კანცელარია. დოკუმენტაციის მიღებაზე პასუხისმგებელ პირი  ციცინო ხითარიშვილი, ტელ: 2422242/101, ელექტრონული ფოსტა info@sabauni.edu.ge.

საკონკურსო კომისია მუშაობას  განახორციელებს  2019 წლის 12 დეკემბრიდან.

კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2019 წლის  16 დეკემბრამდე.

კონკურსის შედეგები კანდიდატებს ეცნობებათ პერსონალური ელექტრონული ფოსტის მისამართზე შეტყობინების გაგზავნით.
ბეჭდვა
© 2019  aris.ge