აკადემიური თანამდებობები, თბილისი

ორგანიზაცია: თავისუფალი უნივერსიტეტი
ბოლო ვადა: 13.12.2019
 
თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას აკადემიური პოზიციის დასაკავებლად.

კონკურსი ცხადდება შემდეგი მიმართულებით:
კომპიუტერული მეცნიერებები - პროფესორი.
პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე არჩევა განხორციელდება 4 წლის ვადით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კომპიუტერული მეცნიერებების - მიმართულებით პირს უნდა ჰქონდეს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხი და სამეცნიერო - პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება, ასევე:

შესაბამის სფეროში საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის მინიმუმ 10 წლიანი გამოცდილება;
მანქანური ხედვისა და მანქანური სწავლების მიმართულებით კვლევებში თეორიული და პრაქტიკული მუშაობის მინიმუმ 10 წლიანი გამოცდილება;
მრავალმხრივი გამოცდილება ისეთი მანქანური სწავლების ალგორითმების იმპლემენტაციაში, რომელიც შეეხება მოძრავი ობიექტების სივრცულ აღმოჩენასა და მიდევნებას, ღრმა დასწავლის და ზღვრული მაქსიმიზაციის პრინციპების გამოყენების საშუალებით;
გამოცდილება მონაცემთა ანალიზსა და მანქანური სწავლების ზოგადი ალგორითმების გამოყენაბასა და იმპლემენტაციაში;
გამოცდილება ღრმა დასწავლის ნეირონული ქსელების ალგორითმულ იმპელემენტაციაში, კლასიფიკაციისა და მრავალგანზომილებიანი სივრცითი ინფორმაციის დამუშავებაში;
ინგლისური ენის ცოდნა;
ბოლო 10 წლის განმავლობაში სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნებული პუბლიკაციები;
უპირატესობა მიენიჭება:
უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებულ ცოდნას და გამოცდილებას.

აკადემიური თანამდებობები შეიძლება დაკავებულ იქნეს პროფესიული ნიშნით კვალიფიციური პერსონალის მიერ. ამ შემთხვევაში, პირის კვალიფიკაცია შეიძლება დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით, განხორცილებული პროექტებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია.

განცხადებების მიღების ვადად განისაზღვროს 2019 წლის 7 დეკემბრიდან - 2019 წლის 13 დეკემბრის ჩათვლით;

განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს:
ბიოგრაფია (CV);
სამოტივაციო წერილი (1 გვერდი);
შესაბამისი სასწავლო კურსის სილაბუსის პროექტი;
ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
პუბლიკაციების ჩამონათვალი;
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

დოკუმენტაციის მიიღება განხორციელდება ელექტრონულად, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე და შეავსოთ ყველა სავალდებულო ველი -https://form.jotform.me/93083399429470
კონკურსი ტარდება ორ ეტაპად:

პირველ ეტაპზე შერჩევა მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, ხოლო მეორე ეტაპზე ჩატარდება გასაუბრება/საჩვენებელი ლექცია.

კონკურსის პირველი ეტაპი გაიმართება 2019 წლის 14 დეკემბრიდან - 2019 წლის 19 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო გასაუბრება/ საჩვენებელი ლექცია საკონკურსო კომისიასთან გაიმართება 2019 წლის 20 დეკემბრიდან - 2019 წლის 26 დეკემბრის ჩათვლით.

შრომის ანაზღაურება და შრომის სხვა პირობები განისაზღვრება შერჩეულ პირთან შეთანხმების საფუძველზე.

საკონტაქტო ინფორმაცია:
მისამართი: 0131, თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი 240, კახა ბენდუქიძის კამპუსი
ვებ-გვერდი: http://www.freeuni.edu.ge
ელ.მისამართი: vacancy@freeuni.edu.ge
ბეჭდვა
© 2020  aris.ge