სხვადასხვა მასწავლებელი/ფსიქოლოგი , თბილისი

ორგანიზაცია: თბილისის საერთაშორისო სკოლა
ბოლო ვადა: 15.12.2019
 
"თბილისის საერთაშორისო სკოლა" აცხადებს ვაკანსიებს შემდეგ პოზიციებზე:

1. დაწყებითი კლასების, ინგლისური ენის, ქართული ენის, ბიოლოგიის, ქიმიის, ფიზიკის, მათემატიკის, გეოგრაფიის, ისტორიის, ისტის, რუსულის და წინასასკოლო მოსამზადებელი მასწავლებლები

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება
პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება - მინიმუმ 4-5 წელი.
მასწავლებლის კვალიფიკაცია.
კარგი ორგანიზაციული და დროის მართვის უნარები;
სწავლისა და სწავლების პროცესში მრავალფეროვანი მეთოდების გამოყენების უნარი.

2. ფსიქოლოგი

საქმიანობის ძირითადი მიზანი:
ბავშვის კოგნიტური, ქცევისა და ემოციური პატერნების შეფასება (ფსიქოდიაგნოსტიკა) და დახმარების გეგმის დასახვა;
ფსიქოდიაგნოსტიკაზე დაყრდნობით ინდივიდუალური და/ან ჯგუფური თერაპიის ჩატარება;
სხვადასხვა თერაპიული და შემეცნებითი ხასიათის სესიების დაგეგმვა და ორგანიზება, რათა მოხდეს ბავშვების პიროვნული ზრდის ხელშეწყობა, ასერტიული ქცევის დასწავლა, ემოციური განტვირთვა/რელაქსაცია;
არტ თერაპიის მეთოდებით ემოციური სტაბილიზაციის ხელშეწყობა და ტრავმული გამოცდილების დაძლევაზე მუშაობა.
რთული ქცევის კორექციის მიზნით თერაპიული შეხვედრები ბავშვთან;
აღმზრდელების კონსულტირება ბავშვის რთული ქცევის მართვის ხელშეწყობის მიზნით.

სავალდებულო მოთხოვნები:
დიპლომი ფსიქოლოგიის მიმართულებით
ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება - არანაკლებ 2 წლისა.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნოთ განაცხადი ელფოსტაზე: tisschool74@gmail.com არაუგვიანეს 15 დეკემბრისა. სათაურში, გთხოვთ, მიუთითოთ თქვენთვის სასურველი პოზიცია.

გასაუბრებაზე დაბარებულნი იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები.
ბეჭდვა
© 2020  aris.ge