გეოგრაფიის მასწავლებელი, თბილისი

ორგანიზაცია: ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა
ბოლო ვადა: 18.12.2019
 
ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა - თბილისი აცხადებს ვაკანსიას: გეოგრაფიის მასწავლებელი.
ძირითადი მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება გეოგრაფიის, პედაგოგიკის ან სხვა რელევანტური მიმართულებით;
მოსწავლეებთან მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება;
სწავლების თანამედროვე დასავლური მეთოდოლოგიებისა და მიდგომების მაღალ დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
სერტიფიცირებული და სქემაში ჩართული კანდიდატები ისარგებლებენ უპირატესობით;
ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
აუცილებელი პიროვნული უნარ-ჩვევები და თვისებები:
ორგანიზებულობა;
კომუნიკაბელურობა;
პუნქტუალურობა;
დეტალებზე ორიენტირება;
სამუშაო დატვირთვა: 09:30 საათიდან - 17:00 საათამდე (შაბათ კვირის გარდა);
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: career@buckswood.ge
სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - გეოგრაფიის მასწავლებელი.
ბაქსვუდის სკოლა მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის!
ბეჭდვა
© 2020  aris.ge