აღმზრდელი/მასწავლებელი/ძიძა, თბილისი

ორგანიზაცია: სკოლა-ბაღი მარსო
ბოლო ვადა: 15.12.2019
 
მარსოს ბაღი აცხადებს ვაკანსიას აღმზრდელი/მასწავლებლის და ძიძის პოზიციაზე.

მოთხოვნები:
აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება და გააზრებული ცოდნა, რომ ბავშვებთან მუშაობა ნამდვილად თქვენი სფეროა.
მშვიდი ბუნება და მუდამ ხალისიანი გუნება/განწყობა
ბავშვების უპირობო სიყვარული, მათთან თამაში და ზრუნვა.
შემოქმედებითი უნარები: საინტერესო და სახალისო აქტივობების მოგონება და დაგეგმვა, რაც ბავშვის განვითარებაზე იქნება ორიენტირებული.

თუ თქვენ სწორედ ის ხართ ვისაც ჩვენ ვეძებთ, ფიქრობთ, რომ ჩვენს დიდ ოჯახს თქვენ შეავსებთ, მაშინ გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე: hr@marso.ge

ან თუ ფიქრობთ, რომ ეს ვაკანსია რომელიმე თქვენს ნაცნობს ძალიან შეეფერება მაშინ ნუ დაიზარებთ, გადაეცით, რომ ვეძებთ.
ჩვენი საკონტაქტო ინფორმაცია: +995 555 09 03 03
მუშაობის დაწყების პერიოდი 2019 წლის 15 დეკემბერი.
მისამართი: ჟიული შარტავას 18ბ
ბეჭდვა
© 2020  aris.ge