დამწყები ინგლისური ენის პედაგოგი, თბილისი

ორგანიზაცია: ბიზნეს სკოლა და აკადემია
ბოლო ვადა: 24.12.2019
 
ბიზნეს სკოლა და აკადემია აცხადებს ვაკანსიას დამწყები ინგლისური ენის პედაგოგის პოზიციაზე.

თუ გსურს განვითარდე, მიიღო პედაგოგიური გამოცდილება, დამოუკიდებლად იმუშაო აუდიტორიასთან  და გქონდეთ  უცხოელ  სპეციალისტებთან  ერთად გაკვეთილის ჩატარების საშუალება და გამოცდილება, მათთან ერთად დაგეგმო  გაკვეთილები, მიიღო თანამედროვე, ახალ პროგრამებთან სწავლების გამოცდილება,მაშინ ბიზნეს სკოლის და აკადემიის გუნდი შეძლებს განვითარებაზე ორიენტირებული სპეციალისტების მიღებას.

ბიზნეს სკოლა და აკადემია ეძებს ისეთ  დამწყებ  კადრს, ვისაც მისცემს პრაქტიკას, სამუშაო გამოცდილებას და  გააგრძელებს ხანგრძლივ თანამშრომლობას.

კვალიფიკაცია
შესაბამისი უმაღლესი განათლება.
სასურველია მასწავლებლად მუშაობის ან სტაჟირების  მინ. 3-თვიანი გამოცდილება.
კერძო მოსწავლეებთან მუშაობის გამოცდილება.
საოფისე პროგრამების ცოდნა,

უნარ-ჩვევები
პასუხისმგებლობა
კომუნიკაბელურობა
ეპექტური კომუნიკაცია
გუნდთან მუშაობის უნარი
გაწონასწორების უნარი
დეტალებზე ფოკუსირება

შერჩევის ეტაპი ჩატარდება სამ ეტაპად:
რეზიუმეების გადარჩევა
გასაუბრება
30 წთ-იანი საჩვენებელი გაკვეთილი

ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 2

შერჩეული აპლიკანტი საწყის ეტაპზე იმუშავებს : Starter ან  Elementary -ს დონი ჯგუფებში, ხოლო სასაუბრო ინგლისური ენის A2 ან B1 ან  B1+ დონის ჯგუფებში

სამუშაო დღეები:
ორშაბათი -პარასკევი (1 ვაკანტური ადგილი)
სამშაბათი -ხუთშაბათი (1 ვაკანტური ადგილი)

შერჩეული აპლიკანტი  გაივლის  1 თვიან  სტაჟირებას,  სტაჟირების პარალელურად იმუშავებს 2 ჯგუფთან გამოცდილების მიღების მიზნით.

დაინტერესებულმა პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV  შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე. careerhrba@gmail.com  სათაურში მიუთითეთ : ინგლისური ენის პედაგოგი" დამწყები.
გთხოვთ სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახდელება, ასევე მოგვწერეთ რატომ გსურთ ჩვენს კომპანიაში სტაჟირება და დასაქმება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს თქვენი ინფორმაცია. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ დასაქმებისათვის საჭირო პროცედურებისათვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
ბეჭდვა
© 2020  aris.ge