ექიმი/ექთანი, თბილისი

ორგანიზაცია: საბავშვო ბაღი ფელიქსი
ბოლო ვადა: 26.03.2020
 
პოზიცია: სამედიცინო პერსონალი (ექიმი/ექთანი)
ორგანიზაცია: საბავშვო ბაღი „ფელიქსი“
სამუშაო დრო: სრული განაკვეთი/ ნახევარი განაკვეთი

ვეძებთ გულისხმიერ, ენერგიულ, ერთგულ და შემოქმედებით ადამიანს სამედიცინო პერსონალის პოზიციაზე, რომელიც იზრუნებს პატარების ჯანმრთელობასა და განვითარებაზე.
აუცილებელი მოთხოვნებია სამედიცინო განათლება და სამუშაო გამოცდილება აღნიშნულ სფეროში.
უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად შერჩევის პროცესში

პიროვნული თვისებები:
პუნქტუალურობა
თვითრეგულაციის უნარი, ემოციური წონასწორობა
ჰუმანურობა
ობიექტურობა
შემოქმედებითობა
მრავალფეროვნების მიღების უნარი
გუნდში მუშაობის უნარი

ფუნქციები და მოვალეობები:
სამედიცინო პერსონალი ბაღში აკონტროლებს ბავშვის ფიზიკური
არებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობას. ამოწმებს ბავშვებს     და ატარებს პროფილაქტიკურ ღონისძიებებს;
დახმარებას უწევს საბავშვო ბაღში მოულოდნელად ავად გამხდარ ბავშვს. ცალკე გადაყავს, ატყობინებს მშობელს და ელოდება        საბავშვო ბაღიდან   მის გაყვანას. ექთანს არ აქვს მედიკამენტოზური ჩარევის უფლება. იმ შემთხვევაში თუ ამას აუცილებლობა   მოითხოვს, უნდა გამოიძახოს სასწრაფო დახმარება.
 ზრუნავს ბავშვების დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდაზე, ფუნქციური და თვითმოვლის უნარ-ჩვევების განვითარებაზე.
ამოწმებს დღის რეჟიმის შესრულებას, ბავშვთა კვების ხარისხიანობას;
 მეთვალყურეობას უწევს საბავშვო ბაღის ყველა სადგომის, განსაკუთრებით სამზარეულოს, პროდუქტების შესანახი ადგილებისა და სველი წერტილების სანიტარულ მდგომარეობას;
ამოწმებს შენობებისა და ეზოს სანიტარულ მდგომარეობას, საბავშვო ბაღის შენობაში ჰაერის განიავებას;
საკვების მომზადებისას თვალყურს ადევნებს და კონტროლს უწევს სანიტარულ-ჰიგიენური წესების დაცვას;
მონაწილეობას იღებს მენიუს შედგენაში
აწარმოებს თავისი მუშაობის აღრიცხვას, სისტემატიურად აწვდის ცნობებს საბავშვო ბაღის დირექტორს, აღმზრდელ-პედაგოგებსა და       მშობლებს ბავშვების სამედიცინო გამოკვლევების შედეგებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;
აუცილებლობის შემთხვევაში, სამედიცინო დახმარებას უწევს საბავშვო  ბაღის თანამშრომლებს და, შესაბამისად, აღრიცხავს მათთვის        გამოყოფილ სპეციალურ ჟურნალში;
 აწარმოებს სამედიცინო დოკუმენტაციას როგორც აღსაზრდელების, ასევე თანამშრომლების შესახებ;
 თვალყურს ადევნებს უკვე გამზადებული საკვების გაცემას, თითოეულ ბავშვზე გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად;
ვალდებულია, იცნობდეს კვების ნორმებს, ბავშვთა საკვების დამზადების ძირითად  წესებს.
თანამშრომლობს მულტიდისცპლინარულ გუნდთან, ბავშვთა განვითარების სფეროში მომუშავე სხვადასხვა სპეციალისტებთან (პედაგოგი, ექიმი, მეტყველების თერაპევტი, ფსიქოლოგი და სხვ.).
ზრუნავს პროფესიულ განვითარებაზე, იღებს მონაწილეობას ტრენინგებში  და სხვ.

გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე  ფოტო-სურათით და სამოტივაციო წერილი შემდეგ ელ.ფოსტაზე: info@felix.ge.
რეზიუმეების (CV) მიიღების ბოლო ვადაა 26 მარტამდე.
ბეჭდვა
© 2020  aris.ge