კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად ინგლისური ფილოლოგიის სფეროში, თბილისი

ორგანიზაცია: ევროპის უნივერსიტეტი
ბოლო ვადა: 26.03.2020
 
,,ევროპის უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს ინგლისური ფილოლოგიის სფეროში, შემდეგი ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:
ასოცირებული პროფესორი - 1 ვაკანსია.

საკონკურსო (საკვალიფიკაციო) მოთხოვნები:
ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად (აკადემიური ნიშნით):
დოქტორის აკადემიური ხარისხი ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი;
სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება - ავტორიზებული, ან მასთან გათანაბრებული სტატუსის მქონე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანაკლებ 3 წლის მუშაობის გამოცდილება;
შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით გამოქვეყნებული (ბოლო 5 წლის განმავლობაში) სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;
შესაბამისი სასწავლო კურსის საგანმანათლებლო პროგრამის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება.

საკონკურსო დოკუმენტაცია:
კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია საბუთების წარმოდგენის ეტაპზე კომისიას წარმოუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
განაცხადი კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შესაბამისი დარგისა და აკადემიური თანამდებობის მითითებით (განაცხადის წარდგენა ხდება ადგილზე, საქმისწარმოების სამსახურში ან ელექტრონულად  info@eu.edu.ge);
ავტობიოგრაფია (CV) (ელექტრონული ან/და ბეჭდვითი ფორმით);
პირადობის დამადასტურებელი მოწმობის, კვალიფიკაციის დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტის/დოკუმენტების, პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები, სამეცნიერო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები/დოკუმენტის ასლები;
საკონკურსო თანამდებობის/დარგის ადექვატური სამეცნიერო ნაშრომები, ან მათი ასლები (გამოქვეყნებული ბოლო 5 წლის განმავლობაში);
სხვა დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია (არსებობის შემთხვევაში).

კონკურსი ჩატარდება „აკადემიური და მოწვეული პერსონალის საკვალიფიკაციო მოთხოვნების და არჩევის წესის“ შესაბამისად და მოიცავს ორ ეტაპს:
პირველი ეტაპი - კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი საბუთების გადარჩევა -შეფასება.
მეორე ეტაპი - საჩვენებელი ლექციის ჩატარება.

კონკურსის ვადები
კონკურსი გამოცხადებულია 2020 წლის 21 თებერვლიდან;
აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2020 წლის 23 მარტიდან  26 მარტის  ჩათვლით;
კონკურსის პირველი ეტაპი ჩატარდება  არაუგვიანეს 2020  წლის 30 მარტისა ;
კონკურსის მეორე ეტაპი ჩატარდება არაუგვიანეს 2020   წლის 2 აპრილისა;
კონკურსის შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს 2020  წლის 6 აპრილისა; 
დაინტერესებულმა პირებმა საკონკურსო დოკუმენტაციის პაკეტი უნდა წარადგინონ უნივერსიტეტის საქმისწარმოების სამსახურში  2020 წლის  21  მარტიდან  26  მარტის  ჩათვლით.

საკონტაქტო ინფორმაცია კონკურსანტებისათვის
კონკურსანტთა განაცხადების მიღებას, რეგისტრაციას, ასევე კონკურსანტთა კონსულტირებას უზრუნველყოფს ევროპის უნივერსიტეტის საქმისწარმოების სამსახური.

საკონტაქტო რეკვიზიტები: თბილისი, სარაჯიშვილის N17; დ. გურამიშვილის გამზ. N76.  info@eu.du.ge
ტელ: 032 2141 181; 032 2000 171
ბეჭდვა
© 2020  aris.ge